გამოიყენეთ ნებისმიერი მურაბის წვენი, შაქარი, წყალი და მიიღეთ უგემრიელესი ნუგბარი. აი რეცეპტი

ზამთრის გასვლის შემდეგ ალბათ კიდევ შემოგრჩათ მურაბის რამდენიმე ქილა. მალე ახალი ხილიც შემოვა. მურაბის გადაყრა კი,ისევე, როგორც ყველა სხვა პროდუქტის, არ ღირს. ამიტომ გირჩევთ მისგან მოამზადოთ მარმელადი. ამ ნუგბარს მხოლოდ სამი ინგრედიენტი სჭირდება და ერთ-ერთი მათგანი ჩვეულებრივი ონკანის წყალია.

ეს არის უმარტივესი რეცეპტი. შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბის გამოყენება, თუმცა კენკრისა – მარმელადისთვის უპირატესია.

ინგრედიენტები

  • 200 გ კენკრის მურაბა
  • ათი გრამი აგარ-აგარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება

  1. აგარ-აგარს დაასხი ცივი წყალი და დადგი ათი წუთით გასაფუებლად.

  1. შემდეგ ეს მასა გადაწურე პატარა ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე. მიიყვანე ადუღებამდე. მურაბის წვენიც გადაწურე და ჩაამატე აგარ-აგარის მასას. წამოადუღე ერთად ორიოდ წუთით. თან სულ ურიე.

  1. მასა გააციე ათი წუთით, შემდეგ კი ჩაასხი სასურველ ფორმაში, რომელსაც სამზარეულოს პარკი აქვს ჩაფენილი. ნახევარი საათი დატოვე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი შედგი მაცივარში.

  1. მზა მარმელადი ამოიღე ფორმიდან და დაჭერი.

შეგიძლია ნაჭრები ამოავლო ქოქოსის ფანტელში ან შაქრის პუდრაში.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!