მაკარონის უგემრიელესი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და გემრიელად დანაყრებაში დაგეხმარებათ

მაკარონი ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც სურს სწრაფად, იაფად და გემრიელად დანაყრება. მისგან უამრავი რაოდენობის მრავალფეროვანი კერძი მზადდება.

მაკარონი ცილოვან პროდუქტებთან – ხორცთან, ყველთან და კვერცხთან კომბინაციაში რთული მოსანელებელია. მისი მომზადება უმჯობესია ბოსტნეულით.

დღეს ჩვენ გთავაზობთ სტაფილოანი მაკარონის მომზადებას განსაკუთრებული მეთოდით, რაც კერძს კიდევ უფრო მეტად აგემრიელებს.

ინგრედიენტები

  • ერთი შეკვრა მსხვილად დაღერღილი ხორბლის მაკარონი
  • 2 დიდი სტაფილო
  • ერთი დიდი თავი ხახვი
  • 50 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 500 მლ მდუღარე წყალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებთ

მომზადება

1. სტაფილო გახეხე და ხახვი დაჭერი წვრილად.

2. ტაფაზე გააცხელე ზეთი და ჩაყარე ჯერ ხახვი. ერთი წუთის შემდეგ კი სტაფილო.

3. როცა ბოსტნეული მსუბუქად მოიშუშება, ტაფაში ჩაყარე მშრალი მაკარონი. მოაყარე მარილი, პილპილი და კარგად აურიე.

4. ტაფაში ჩაასხი 500 მლ მდუღარე. დააფარე ხუფი და ხარშე დაბალ ცეცხლზე, სანამ მაკარონი დარბილდება.

5. მზა სტაფილოან მაკარონში ჩააგდე 50 გ კარაქი. აურიე და სუფრასთან მიიტანე ცხელი.

გემრიელად მიირთვი! ასეთი ხერხით მომზადებული მაკარონი უფრო არომატული ხდება. მას კარგად უჯდება ბოსტნეულისა და სანელებლების გემო.

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება