ვახშამზე ნოყიერი საკვების მიღება არ ღირს. საკმარისია ის იყოს მსუბუქი, დაბალკალორიული და, ამავე დროს, გემრიელი. დღეს შემოგთავაზებთ 5ხუთი შესანიშნავი მსუბუქი და სასარგებლო სალათის რეცეპტს, რომეთა გასინჯვა ნამდვილად ღირს.
1. ბრინზა+ მწვანე ხახვი+ სალათის ფურცლები+ ბოლოკი. სოუსად გამოიყენე არაჟანი და კამა.
2. ვაშლი+ ისპანახი+ ნიგოზი+ ნიახური. სოუსი – ზეითუნის ზეთი, არაჟანი და მარცვლოვანი მდოგვი.
3. ახალი კომბოსტო+კიტრი+ მოხარშული კვერცხი. სოუსი მოამზადე ზეთისა და ოხრახუშისგან.
4. ქათმის ფილე+ პომიდორი ჩერი+ კიტრი+ სალათის ფურცლები+ მწვანე ხახვი. სოუსი – ზეთი, ოხრახუში და ლიმონის წვენი.
5. ავოკადო+ ვაშლი+ ლაიმი+ კივი. სოუსი მოამზადე თაფლის, პიტნისა და თხილეულისგან.
როგორც ხედავ, ეს სალათები შედგება მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებისგან. ასეთი ვახშამი არა მხოლოდ წონის კლებაში დაგეხმარება, არამედ განამტკიცებს შენს ჯანმრთელობასაც.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს სასიამოვნო რეცეპტები შენს მეგობრებს!