ეს ტორტი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ის მზადდება ტაფაზე ყოველგვარი ცხიმის გარეშე, მაგრამ გამოდის ძალიან გემრიელი. უბრალოდ დაჭრილ ვაშლს უნდა დაასხათ ცომი და დესერტიც თითქმის მზად არის.
ინგრედიენტები
- 2 ცალი ვაშლი
- 3 ცალი კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 350 მლ რძე
- 200 გ ფქვილი
- 13 გ საფუარი
- 15 გ სიმინდის სახამებელი
- ვანილი გემოვნებით
მომზადება
1. შეურიე ერთმანეთს 2 კვერცხი, 100 გ შაქარი და ვანილი. ათქვიფე საშუალო სიჩქარეზე. ჩაასხი 100 მლ რძე და კვლავ ათქვიფე.
2. ამ მასაში ჩაყარე ფქვილი და ფრთხილად ათქვიფე სათქვეფით. დაამატე საფუარი და მოზილე სქელი ცომი.
3. გარეცხე ვაშლი, ამოაჭერი გული და დაჭერი პატარა კუბებად. ვაშლი მოათავსე ტაფაზე (28 სმ დიამეტრის) ერთ ფენად. შემდეგ დაასხი ცომი.
4. კრემის მოსამზადებლად პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიე კვერცხი, შაქარი და სახამებელი. ჩაასხი დარჩენილი რძე და დადგი დაბალ ცეცხლზე. თან განუწყვეტლივ ურიე. მიიყვანე გასქელებამდე და გადმოდგი.
5. გადაიტანე მასა საკონდიტრო პაკეტში და ცომს მოასხი ზემოდან. ტაფა დადგი საშუალო ცეცხლზე, დააფარე ხუფი და აცხე 25 წუთი. როცა ვაშლის ტორტი გაცივდება, მოაყარე ზემოდან შაქრის პუდრა.
ამ დესერტს ძალიან უხდება სახლში მომზადებული ნაყინი. ეცადე გამოაცხო ტორტი და შთაბეჭდილებები გაგვიზიარე კომენტარებში!