დღევანდელი კერძი რამდენადმე უჩვეულოა თავისი შემადგენლობით. ერთი შეხედვით, იფიქრებ, ბოლოკიანი ბლინი რა გემოსი უნდა იყოს. თუმცა თუ გარისკავ და მოამზადებ, ნახავ, რომ ხახვისა და ბოლოკის სიმწარე საერთოდ არ არის ამ კერძში. ხოლო ეს ბოსტნეული რომ ძალიან სასარგებლოა, ბავშვმაც კი იცის.
უმჯობესია შეარჩიო წითელი ხახვი – ის ნაკლებად მწარე და უფრო გემრიელია. ორიგინალური ბლინი ძალიან მაწიერი და ამავე დროს იოლად მოსამზადებელია.
ინგრედიენტები
- ერთი ცალი დიდი ბოლოკი
- 3 ცალი კვერცხი
- მესამედი ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
- 1,3 ჩ. კ. მარილი
- ორი თავი წითელი ხახვი
- ნახევარი ჩ. კ. პაპრიკა
- ორი ს. კ. ფქვილი
- სეზამი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ბოლოკი გარეცხე, გაფცქვენი და დაჭერი თხლად, შედეგ კი ზოლებად, ან გახეხე მსხვილ სახეხზე. მოაყარე მარილი, ასრისე და დატოვე 15 წუთით იმისთვის, რომ სიმწარე გამოუშვას.
2. ხახვიც დაჭერი თხელ რგოლებად და გააცალკევე ერთმანეთისგან. შეგიძლია დაჭრილიც გარეცხო.
3. კვერცხი ათქვიფე ცოტა მარილთან და პილპილთან ერთად. ბოლოკი და ხახვი გაწურე და აურიე. დაამატე კვერცხის მასა, პაპრიკა, ფქვილი, ნიორი და კარგად აურიე.
4. ტაფა გააცხელე და ჩაასხი ცოტა ზეთი. ჩაყარე მასში ნახევარი ბოსტნეული და დატკეპნე. ზემოდან მოაყარე სეზამი და დაამატე ცოტა ზეთი.
5. ბლინი გამოაცხე თავდახურულში 5 წუთი. შემდეგ გადააბრუნე. კვლაც დაახურე და გამოაცხე ისევ 5 წუთი.
ბლინები ძალიან უხდება ხორცისა და თევზის კერძებს. თუმცა მათ გარეშეც საკმაოდ პიკანტური გემო აქვთ.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!