ციტრუსებით მომზადებული გემრიელი დესერტები

სეზონური ციტრუსი ჯერ კიდევ მოიპოვება სუპერმარკეტების თაროებზე და ბაზრებში. დაეშურეთ და ამ სასარგებლო და კაშკაშა ხილით მოამზადეთ სხვადასხვა გემრიელი და ლამაზი დესერტი.

ლიმონისა და იოგურტის ჟელე

ინგრედიენტები

  • 500 მლ იოგურტი
  • ორი ცალი ლიმონი
  • სამი ს. კ. შაქარი
  • 15 გ ჟელატინი
  • 50 მლ წყალი

მომზადება

  1. ჟელატინი ჩაყარე ჭიქაში და დაასხი თბილი წყალი. აურიე და დატოვე 15 წუთი. ლიმონი გარეცხე და გაფცქვენი, წვენი გამოწურე.
  2. პატარა ქვაბში ჩაასხი ლიმონის წვენი, დაამატე შაქარი და ჟელატინიანი წყალი. დადგი ცეცხლზე და გააცხელე. თან ურიე. არ აადუღო! შემდეგ გააციე.
  3. იოგურტი შეურიე ლიმონის მასას და ცედრას. ჩაასხი ფორმებში და შედგი საყინულეში.

ხაჭოს ნამცხვარი მანდარინით

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 125 გ კარაქი
  • 7 ს. კ. შაქარი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 7 ცალი მანდარინი
  • 400 გ ხაჭო
  • ასი მლ არაჟანი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. მანდარინი კარგად გაასუფთავე.
  2. კარაქი დაჭერი პატარა კუბებად და ასრისე ფქვილთან, 3 ს. კ. შაქართან და მარილთან ერთად. მოაგუნდავე, შემოახვიე პარკი და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.
  3. ხაჭო, არაჟანი, კვერცხი და 4 ს. კ. შაქარი ათქვიფე.
  4. ცომი გამოიღე, გააბრტყელე, დაჩხვლიტე და გამოაცხე 200 გრადუსზე ათი წუთით.
  5. შემდეგ მასზე მოათავსე ხაჭოს მასა, ზემოდან მოალაგე მანდარინი და კვლავ გამოაცხე 170 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.

ფორთოხლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • სამი ცალი დიდი ფორთოხალი
  • 130 გ კარაქი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • ასი მლ რძე
  • 240 გ შაქარი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • თითო მწიკვი მარილი და ვანილი

მომზადება

  1. ფორთოხალი გარეცხე და გაფცქვენი. დაჭერი თხელ რგოლებად.
  2. საცხობ ფორმაში გაადნე 30 გ კარაქი, ჩაყარე ნახევარი შაქარი და გაადნე. გამორთე. ზემოდან მოათავსე დაჭრილი ფორთოხალი.
  3. დარჩენილი კარაქი და შაქარი ათქვიფე. დაამატე ცედრა, კვერცხი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ჩაასხი რძე და მოზილე ცომი.
  4. ცომი გადაიტანე ფორთოხლის მასაზე და გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე.
  5. ხუთი წუთით დატოვე ფორმაში, შემდეგ კი გადააბრუნე თეფშზე.

ფენქეიქები ფორთოხლის წვენზე

ინგრედიენტებ

  • 200 გ ფქვილი
  • 4 ჩ. კ. შაქარი
  • 30 მლ ფორთოხლის წვენი
  • 3 ს. კ. გამდნარი კარაქი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ სოდა

მომზადება

  1. კვერცხი ათქვიფე შაქართან ერთად, დაამატე კარაქი, სოდა და ფქვილი. ჩაასხი ფორთოხლის წვენი და კარგად აურიე სათქვეფით.
  2. გამოაცხე დაბალ ცეცხლზე თავდახურულში.

ლიმონის კურდი

ინგრედიენტებ

  • 5 ცალი ლიმონი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 20 გ კარაქი

მომზადება

  1. ორ ლიმონს მოაცილე ცედრა და ყველა ლიმონისგან გამოწურე წვენი.
  2. თასში შეურიე ერთმანეთს ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი და კვერცხი. ნარევი დააყოვნე 20 წუთით.
  3. გადაწურე მომინანქრებულ ქვაბში და დადგი დაბალ ცეცხლზე. დაამატე კარაქი და ხარშე გასქელებამდე. თან სულ ურიე. როცა გაცივდება, გადაიტანე მინის ქილაში და შეინახე მაცივარში.

ძალიან უხდება ფუნთუშებს, კრუასანებს და ტოსტებს.

გემრიელად მიირთვით და ეს შესანიშნავი რეცეპტები გაუზიარეთ მეგობრებსაც!