ჩაის და ყავის სმის პროცესს ჯეროვნად ამშვენებს ფენოვანი ცომისგან მომზადებული ჰაეროვანი ნამცხვარი. ის ძალიან ჰგავს კლასიკურ ნაპოლეონს, თუმცა მისი კრემი განსაკუთრებულია. ეს არის მოხარშული კრემისა და ათქვეფილი ნაღების ნარევი. უგემრიელესია!
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ფენოვანი უსაფუარო ცომი
- 250 მლ ნაღები
- 150 გ შაქარი
- ერთი ვანილის ჯოხი
- ნახევარი ლ რძე
- 4 კვერცხის გული
- 50 გ სიმინდის სახამებელი
- 8 გ ჟელატინი
მომზადება
- ფენოვანი ცომი გაშალე და გაჭერი შუაზე. გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. ორივე ნაწილი კარგად დაჩხვლიტე ჩანგლით. მოაყარე ცოტა შაქარი და გამოაცხე 180 გრედუსზე 15 წუთის განმავლობაში.
- მოამზადე კრემი. რძე გააცხელე, ჩააგდე მასში ვანილის ჩხირი. ცალკე შეურიე კვერცხის გულები, 150 გ შაქარი და სახამებელი. კვერხცის მასა გადაიტანე ცხელ რძეში და ურიე დაბალ ცეცხლზე, სანამ კრემი არ გასქელდება.
- პარალელურად ჟელატინის ფირფიტები ჩაალბე წყალში. როცა დარბილდება, გაწურე და დაამატე ცხელ კრემს. ვანილის ჩხირი ამოიღე. კრემს ურიე, სანამ კარგად არ გაიხსნება ჟელატინი.
- მზა კრემი ქვაბიდან გადაიტანე დიდ თასში და გააციე. ცალკე ათქვიფე ნაღები. შეურიე გაციებულ კრემს.
- ნამცხვრის ასაწყობად ფორმაზე დააფინე პერგამენტი, დაადე ერთი ფირფიტა ზემოდან წაუსვი კრემი და დააფინე მეორე ფირფიტა. შედგი მაცივარში 3-4 საათით. გამოიღე და დაჭერი სასურველ ფორმებად. ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.
ამ ჰაეროვან ნამცხვარს ძალიან უხდება ახალი ხილი და კენკრა. კრემს კი მოუხდება დარიჩინი. ნამცხვარს ზემოდან შეგიძლია მოაყარო ქოქოსის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!