ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით.

ხშირად მარკეტში ნაყიდი შოკოლადის ფილები დაბალი ხარისხისაა. ორთქლზე თუ გაადნობ, იოლად დარწმუნდები ამაში. არ არის სასურველი, რომ ბავშვებმა მსგავსი უხარისხო პროდუქტი მიირთვან, ამიტომ სჯობს შოკოლადი სახლში მოვამზადოთ.

გამოიყენე მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები: კარაქი, კაკაო და მშრალი რძე. გემოვნებით შეგიძლია ქიშმიშისა და თხილის დამატებაც. ასეთი ტკბილი სიურპრიზი ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები

  • 270 გ რძის ფხვნილი
  • 180 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • ასი მლ წყალი
  • 50 გ კაკაო
  • თხილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს რძის ფხვნილი და კაკაო.

2. წამოადუღე წყალი, დაამატე შაქარი და გახსენი. აურიე. მიღებული სიროფი ხარშე დაბალ ცეცხლზე 6 წუთის განმავლობაში გასქელებამდე.

3. ჩაამატე სიროფში კარაქი და აურიე სრულ გახსნამდე. გადმოდგი.

4. კარაქიანი სიროფი ჩაასხი მშრალ მასაში, დაამატე დაქუცმაცებული თხილი და კარგად აურიე.

5. შოკოლადის მასა გადაიტანე შერჩეულ ფორმაში. ეს შეიძლება იყოს სილიკონის ან ყინულის ფორმები. მასა მოასწორე და შედგი მაცივარში სრულ გაყინვამდე.

გემოთი თხილიანი სახლური შოკოლადი პრაქტიკულად არ განსხვავდება ნაყიდისგან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში მისი შემადგენლობა ზუსტად იცი. თავისუფლად მიეცი ბავშვებს და მიირთვი თავადაც!

კომენტარის დატოვება