ტაფაზე მომზადებული ორცხობილა გამოდის ძალიან მსუბუქი და გემრიელი. ერთი შეხედვით საკვირველია ორცხობილის ტაფაზე მომზადება. თუმცა კულინარიაში ხშირად აქვს ადგილი შეუთავსებელი მოვლენების გაერთიანებას.
ერთხელ მაინც სცადეთ ამ დესერტის მომზადება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
- 3 ს. კ. ზეთი
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 80 გ შაქარი
- 3 ს. კ. არაჟანი
- ერთი ცალი კვერცხის გული
მომზადება
1. ათქვიფე კვერცხის გული შაქართან და არაჟანთან ერთად. თანდათან დაამატე ზეთი და თან თქვეფა არ შეწყვიტო.
2. ჩააცერი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და შემდეგ მოზილე ხელით. ცომი ხელს არ უნდა ეკვროდეს.
3. გადაახვიე ცომი ძეხვის ფორმით ორი სმ დიამეტრით და დაჭერი ერთი სმ სისქის ნაჭრებად.
4. ტაფა გააცხელე და დაბალ ცეცხლზე დაალაგე ორცხობილები. ტაფა უნდა იყოს მშრალი – ზეთის გარეშე. გამოაცხე სამ-სამი წუთი თითო მხარეს, სანამ არ დაიბრაწება.
მზად არის! თუ გააკეთებ ამ რეცეპტით, დარწმუნდები, რომ ძალიან მარტივი, სწრაფი და გემრიელი გამოდის.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!