1. ტირანი
ასეთ მამას სჯერა, რომ მხოლოდ მისი აზრია მთავარი. საკმაოდ რთულია მას რამე მოაწონო. თუ მისი შვილი წარმატებას მიაღწევს, ეს მამა აუცილებლად იპოვის მიზეზს იმისათვის, რომ საკუთარი შვილის საქციელი დაამციროს. ასეთი ავტორიტარიანული მამების შვილებმა არ იციან როგორ დააფასონ საკუთარი თავი. ისინი არასდრო გაჰყვებიან საკუთარ მოწოდებებს და მხოლოდ სხვისი საქმის შესასრულებლად იმუშავებენ.
2. უემოციო
მამები რომლებსაც შესაბამისი ემოციური გრძნობების გამოხატვა არ შეუძლიათ შვილების მიმართ და ვერც ფიზიკურ ზრუნვას ამჟღავნებენ. ისინი პირველ რიგში ქალიშვილების განვითარებას უშლიან ხელს. მამის მხრიდან ასეთი უემოციო დამოკიდებულების გამო გოგონებიც არასწორი ემოციური მდგრადობით იზრდებიან.
3. სავარძლის მამა
ასეთ მამებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. როგორც წესი, ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და დაბალი თვითშეფასება აქვთ. მის გვერდით აღზრდილი გოგონა ყოველთვის სუსტ მამაკაცს ამჯობინებს პარტნიორად. ბიჭი როგორც წესი ასევე მამას დაემსგავსება ხასიათით.
4. სამსახურის მონა
ამ ტიპის მამები ყოველთვის სამსახურის საქმეებით არიან დაკავებული და არა შვილების აღზრდის საკითხით ისინი ბავშვებში უსარგებლობის გრძნობას აღვივებენ, რადგან ისინი სიყვარულისა და მზრუნველობის ნაკლებობას განიცდიან. ამის გამო, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ყოველთვის დაიმცირებენ თავს ნებისმიერი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ისინი მუხლებზე დადგებიან ტოქსიკური სასიყვარულო პარტნიორის წინაშეც კი, რათა მან არ მიატოვოს.
5. “ბიჭი მინდოდა”
ასეთი მამები მათი აზრით არასწორი სქესის შვილს ზრდიან. ისინი ერიდებიან ამ სიტუაციასთან შეგუებას და მის შეცვლას ცდილობენ. ისინი ხშირად ცდილობენ აღზარდონ გოგო როგორც ბიჭი. მსგავს სიტუაციაში გაზრდისას ბავშვებს სექსუალური იდენტობის პრობლემები უვითარდებათ, რაც მათ ცხოვრებაზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს.
როგორ უნდა გახდეთ კარგი მამა?
შვილთან ცოტა დროის გატარებაც შეიძლება საკმარისი იყოს, თუ ამას სრულფასოვნად გამოიყენებთ
თუ შვილებთან არ ცხოვრობთ, მათთან ხშირი კომუნიკაციით შეგიძლიათ აგრძნობინოთ თავი დაფასებულად
შვილების მატერიალური მხარდაჭერა ასევე ბევრ პრობლემა მოაგვარებს თქვენს ურთიერთობაში
არ გაექცეთ ყოველდღიურად მათთან აქტიურ კონტაქტს სახლიდან გასვლამდე