ყაყაჩოს რულეტი ზოგ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. მინიმალური ცომი, ბევრი შიგთავსი და მომზადების დრო – სულ ოცი წუთი. გამოდის ძალიან ნაზი სტუქტურის, ვინაიდან კრემ-ყველის შიგთავსით არის წარმოდგენილი.
კრემ-ყველის შეცვლა შეგიძლია მასკარპონეთი ან სულაც ხაჭოთი. ძალიან გემრიელია და აუცილებლად უნდა სცადო!
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ლავაში
- 250 გ კრემ-ყველი
- ორი ს. კ. შაქარი
- 30 გ ყაყაჩოს თესლი
- ორი ცალი კვერცხი
მომზადება
1. ყაყაჩოს თესლს დაასხი მდუღარე წყალი და დადგი. შეურიე ერთმანეთს კრემ-ყველი და შაქარი, ასევე ერთი მთლიანი კვერცხი და ერთი კვერცხის ცილა. ყაყაჩოს თესლი გადაწურე და ჩაამატე შიგთავსს. კარგად აურიე.
2. მიღებული შიგთავსი თანაბრად გადაანაწილე ლავაშზე.
3.ლავაში გადაახვიე რულეტის სახით და გადაიტანე პერგამენტიან ფორმაზე. ზემოდან წაუსვი კვერცხის გული. გამოაცხე 200 გრადუსზე ოცი წუთის განმავლობაში.
ხაჭოს შიგთავსის მქონე რულეტი ძალიან უხდება ჩაის ან ყავას. მოამზადე და ოჯახის წევრებიცა და სტუმრებიც აღფრთოვანებაში მოიყვანე!
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს გემრიელი რეცეპტი შენს მეგობრებსაც!