ტორტი ერთ-ერთი საუკეთესო დესერტია, თუმცა მისი მომზადება დიდ დროს საჭიროებს. ამ რეცეპტით კი მას არც გამოცხობა და არც დიდი დრო ჭირდება.

ნაღების ტორტი,რომელიც გამოცხობის გარეშე მზადდება, ძალიან გემრიელი დესერტია. მისი ფუძე წარმოადგენს რაღაც შუალედურს იოგურტსა და ნაყინს შორის. ევროპაში ეს პოპულარული ნუგბარია და ცოტათი ჩისქეიქს წააგავს.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ორცხობილა
  • ნახევარი ჭიქა კარაქი
  • 1,5 ჭიქა კრემ-ყველი
  • 400 გ შედედებული რძე
  • 110 გ შაქარი
  • ორი ს. კ. ფორთოხლის ცედრა
  • ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 0,2 ჭიქა შაქრის პუდრა
  • ერთი ჭიქა ნაღები

მომზადება

1. დაანამცეცე ორცხობილა და შეურიე მას გამდნარი კარაქი და ორი ს. კ. შაქარი.

2. საცხობ ფორმას დააფინე ფოლგა და მოათავსე მასზე ორცხობილას მასა. დატკეპნე ხელით და შედგი საყინულეში.

3. შეურიე მიქსერით კრემ-ყველი, შედედებული რძე და 80 გ შაქარი. კარგად ათქვიფე.

4. ჩაამატე ფორთოხლის ცედრა, წვენი და ნახევარი ჩ. კ. ფორთოხლის ექსტრაქტი სურვილის მიხედვით. კარგად აურიე.

5. ცალკე ჯამში შეურიე ერთმანეთს შაქრის პუდრა და ნაღები.

6. ფრთხილად შეაერთე ორივე ნარევი ნიჩბის დახმარებით. გამოიღე საყინულედან საცხობი ფორმა და გადაიტანე მასზე ეს მასა.

7. შედგი კვლავ საყინულეში მინიმუმ ორი საათით.

8. მზად არის!

გამოიღე ნამცხვარი მაცივრიდან, დაჭერი სასურველ ფორმებად და გემრიელად მიირთვი!

გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება