სტაფილოს პიურე ჯინჯერით შემწავრ თევზს ძალიან უხდება. როდესაც თევზის შეწავს დააპირებთ არ დაგავიწყდეთ მისი მომზადებაც

შემწვარ თევზს ძალიან უხდება კარტოფილის პიურე და ასეთი კომბინაცია ბევრს უყვარს. თუმცა ერთი და იგივე გარნირი ზოგჯერ მოსაბეზრებელი ხდება და ჩნდება ახალი გემოს გასინჯვის სურვილი.

დღეს შემოგთავაზებთ სტაფილოს პიურეს თევზის გარნირად. ეს აუცილებლად გასასინჯი ვარიანტია. ნაღების დამატება სტაფილოს ძალიან მოუხდა და მას განსაკუთრებული სინაზე მიანიჭა. ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ კი გამოიყენოთ რძე.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ სტაფილო
  • ათი გ ჯინჯერის ფხვნილი
  • 200 გ კარტოფილი
  • ნაღები გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ბოსტნეული გათალე, დაჭერი წვრილ კუბებად და მოხარშე დაბალ ცეცხლზე ბოლომდე.

2. წყალი გადაწურე და ბოსტნეული ჩაჭყლიტე პიურეს სახით საჭყლეტით ან ხელის ბლენდერით.

3. პიურეს მოაყარე მარილი და პილპილი და დაამატე ჯინჯერის ფხვნილი. აურიე. ჩაასხი თბილი ნაღები ან რძე და ათქვიფე სათქვეფით.

ეს პიკანტური და ორიგინალური გარნირი ძალიან უხდება ნებისმიერ თევზს. ერთი შეხედვით მარტივი და იაფი ინგრედიენტებით თავისუფლად შეიძლება სარესტორნე კერძის შექმნა.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!