თუ ეს ინგრედიენტები სახლში მოგეპოვებათ ახლავე დაიწყეთ მისი მომზადება. მისი მომზაადების პროცესი მარტივია და რაც მთავარია ის თქვენს ოჯახში აუცილებლად მოეწონება ყველას.

ხაჭო რომ სასარგებლო პროდუქტია, ამაზე არავინ დაობს. განსაკუთრებით აუცილებელია მისი არსებობა მოზარდის რაციონში, თუმცა ბავშვები დიდად არ სწყალობენ ხაჭოს. არსებობს გამოსავალი – ხაჭოს ღვეზელის სახით, რომლებსაც ბავშვებთან ერთად მოზრდილებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

ინგრედიენტები

  • 300 გ ხაჭო
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • 30 გ ოხრახუში
  • 250 გ ფქვილი
  • ნახევარი ლ კეფირი
  • 30 გ მწვანე ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიე ერთმანეთს ოთახის ტემპერატურის კეფირი და კვერცხი. მოაყარე მარილი და პილპილი. დაამატე ხაჭო და დაჭრილი მწვანილი.
  2. ამ მასაში ჩააცერი ფქვილი და სოდა. ათქვიფე. უნდა მიიღო არაჟნისმაგვარი მასა.

3. ტაფას მოუსვი ცოტა ცხიმი და დადე მასზე ორი კოვზი ცომი

4. გადაანაწილე ცომი მთელ ტაფაზე. შეწვი ორივე მხრიდან ორ-ორი წუთით ოქროსფერის მიღებამდე.

მზა ღვეზელები დაალაგე ერთმანეთზე. სასურველია, ცხელსვე წაუსვა კარაქი. სურვილის შემთხვევაში შიგთავსს დაამატე ნიორი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებს.

კომენტარის დატოვება