გემრიელი და სასარგებლო ტკბილეულობის მომზადება ოჯახისთვის ყველა დიასახლის სურვილია. მოიმარაგეთ ეს პროდუქტები და მოამზადეთ კექსი არაჟნით

პატარა ზომის კექსი ძალიან ლამაზი და საყვარელი დესერტია, განსაკუთრებით საბავშვო წვეულების დროს. არაჟანზე მომზადებული კი გაცილებით გემრიელი გამოდის და სასარგებლოცაა. ფუმფულა და ლამაზი კექსები პატარა ტორტების სახითაც შეგიძლიათ წარმოადგინოთ საბავშვო დღესასწაულებზე.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ასი გ კარაქი
  • 5 ს. კ. არაჟანი
  • ორი ჭიქა ფქვილი
  • ერთი პაკეტი ვანილის შაქარი
  • ორი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • პატარა საცხობი ფორმები

მომზადება

1. ათქვიფე შაქარი,  ვანილის შაქარი და კვერცხი კარგად, შაქრის სრულ გახსნამდე.

2. დაამატე ასი გრამი დარბილებული კარაქი და კარგად აურიე.

3. გააგრძელე თქვეფა და დაამატე არაჟანი ისე, რომ არ შეწყვიტო თქვეფის პროცესი.

4. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერი და დაამატე ცოტ-ცოტა პორციებით კვერცხის მასას. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის. ფქვილის რაოდენობა თავად დაარეგულირე თვალის ზომით.

5. კექსის ფორმები 2/3-ზე შეავსე ცომით და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

6. კექსის მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით. თუ ჩხირი მშრალი ამოვა, ე. ი. ისინი მზადაა.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება