არაჟანი ბევრისთვის საყვარელი პროდუქტია. თუმცა მისი ხარისხი ყოველთვის არ გვაკმაყოფილებს. ხშირ შემთხვევაში ის არათუ სარგებლის მომტანია, შესაძლოა სხვადასხვა ჯანმრთელობის დამაზიანებელ დანამატსაც შეიცავდეს. ასეთ დროს არსებობს გამოსავალი სახლში მომზადებული არაჟნის სახით. მისი მიღება სახლის პირობებში ასევე არანაკლებ სასარგებლო პროდუქტის – კეფირისგან არის შესაძლებელი. დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი და დრო – 5 წუთი. მთავარი პირობაა, გამოიყენოთ საუკეთესო ხარისხის კეფირი. დოლბანდის ნაცვლად კი შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი სუფთა ბამბის ქსოვილი.
ინგრედიენტები
- ერთი ლ კეფირი
- 60 გ მარილი
მომზადება
- აიღე სუფთა დოლბანდი და გადაკეცე ოთხად. ჩააფინე ის საწურის ფსკერზე.
- ქვაბში ჩაყარე მარილი და მოათავსე მასზე საწური ისე, რომ მისი ძირი არ ედებოდეს ქვაბის ფსკერს.
3. კეფირი ჩაასხი საწურში და დატოვე ასე მთელი ღამე. ამ დროის განმავლობაში მარილი გამოწურავს კეფირისგან მთელ შრატს და საწურზე დარჩება მხოლოდ სუფთა არაჟანი.
არაჟნის მომზადება კეფირისგან უმჯობესია დაიწყოთ საღამოს. დილით უკვე გექნებათ მზა ხარისხიანი პროდუქტი და შეძლებთ გაახაროთ ოჯახის წევრები. იმედია, რამდენადმე შეიგრძნობთ ნამდვილი არაჟნის გემოს. გემრიელად მიირთვით!
სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!