მოამზადეთ ჭარხლის სალათი უმი ბოსტნეულით.

ჭარხალი სალათაში გამოყენებისას უმჯობესია უმი სახით მოიხმაროთ. თუმცა ზოგ კერძში ის მოხარშული ან გამომცხვარი სახით უკეთესი გამოდის ( მაგალითად, ვინეგრეტში ან ყველიან სალათაში). ჩვენ მიერ დღეს შემოთავაზებულ ფრანგულ სალათაში კი ჭარხალიც და სხვა პროდუქტებიც მხოლოდ უმი სახითაა წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, უმ ბოსტნეულში გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერებაა. მით უფრო, თუ არც მაიონეზს გამოვიყენებთ და ვეცდებით გემო სხვა ხერხით გავაუმჯობესოთ.

ინგრედიენტები

  • 3-4 ცალი ჭარხალი
  • ერთი ცალი კიტრი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი კარტოფილი
  • ნახევარი თავი წითელი ხახვი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ათი გრამი ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. უმი ჭარხალი გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე. კარტოფილი მოხარშე კანიანად, გააციე და გაფცქვენი. გათალე და დაჭერი კიტრი წვრილად. ზედმეტი წვენი მოაშორე.

  1. კარტოფილიც მსხვილად გახეხე. მწვანილი გარეცხე და დაჭერი წვრილად. ხახვი კი დაჭერი ნახევარრგოლებად.
  2. ყველა ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს. მოაყარე მარილი და პილპილი და მოასხი ზეითუნის ზეთი.

ფრანგული სალათა მორთე წინასწარ მოხარშული კვერცხის ნაჭრებით. ძალიან ლამაზი გამოდის მწყრის კვერცხით მორთული. სცადე!

როგორ მოგეწონათ რეცეპტი?

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი.