კერძები ქაშაყით: 5 რეცეპტი. თუ თევზის მოყვარული ხართ, თუმცა არ გსურთ ერთი და იგივე კერძის ხშირად მომზადება, წაიკითხეთ ეს სტატია და შეიტყვეთ აქამდე უცნობი რეცეპტების შესახებ

ქაშაყი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ნივთიერებებს შეიცავს. მისი მიღება ზამთრის შემდეგ კი განსაკუთრებით სასურველია!

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რეცეპტებს, როგორ უნდა მოვამზადოთ სხვადასხვა კერძი ქაშაყისგან.

გერმანული სალათა

ინგრედიენტები

  • ნახევარი ჩ. კ. შაქარი
  • ერთი ს. კ. ფრანგული მდოგვი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • 700 გ კარტოფილი
  • 3 ცალი მჟავე კიტრი
  • 50 გ წითელი ხახვი
  • 250 გ თეთრი ლობიო
  • ნახევარი კგ ქაშაყი

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს შაქარი, მდოგვი და ზეთი.
  2. მოხარშე კარტოფილი კანიანად, დაჭერი და შეურიე სოუსი.

3. მჟავე კიტრი და ხახვი დაჭერი რგოლებად და შეურიე ლობიოს და კარტოფილს.

4. დაჭერი ქაშაყიც და ყველაფერი კარგად აურიე.

ფორშმაგი

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი თავი ხახვი
  • ნახევარი კგ ქაშაყის ფილე
  • 50 გ კარაქი
  • ერთი ცალი მწვანე ვაშლი
  • ერთი ს. კ. ძმარი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ქაშაყის ფილე დაჭერი წვრილად.

2. მოხარშული კვერცხი და ვაშლი გახეხე.

3. დაამატე დაჭრილი ხახვი, ძმარი, შაქარი, პილპილი, ზეთი და კარაქი. კარგად აურიე.

ესტონური სალათა ,,როსოლიე”

ინგრედიენტები

  • 700 გ კარტოფილი
  • 600 გ ჭარხალი
  • 400 გ ქაშაყი
  • 150 გ მჟავე კიტრი
  • ერთი თავი წითელი ხახვი
  • ერთი ცალი ვაშლი
  • 120 გ მაიონეზი
  • 120 გ არაჟანი
  • ერთი ს. კ. მდოგვი
  • 3 ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. პირშუშხა
  • მარილი და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშე ჭარხალი და კარტოფილი და დაჭერი ისინი კუბებად.

2. წვრილად დაჭერი მჟავე კიტრი, ხახვი, ვაშლი და ქაშაყი.

3. შეურიე ერთმანეთს არაჟანი, მაიონეზი, მდოგვი, პირშუშხა და მარილი. ჩაყარე ამ მასაში დაჭრილი ინგრედიენტები და კარგად აურიე.

4. სალათა მორთე მოხარშული კვერცხითა და ოხრახუშით.

ფრანგული სალათა

ინგრედიენტები

  • 50 გ წითელი ხახვი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ერთი ს. კ. დიჟონის მდოგვი
  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • 200 გ ქაშაყის ფილე
  • ქინძი გემოვნებით

მომზადება

1. წვრილად დაჭერი ხახვი და ქინძი, დაამატე ლიმონის წვენი, ზეთი და მდოგვი.

2. კარტოფილი მოხარშე კანიანად და შემდეგ დაჭერი. დაჭერი ქაშაყის ფილეც. შეურიე ყველაფერი ერთმანეთს და მიიტანე სუფრასთან.

ქაშაყი სკანდინავიურად

ინგრედიენტები

  • 400 მლ წითელი ღვინო
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • ერთი დაფნის ფოთოლი
  • 3 ცალი მიხაკი
  • 4 ცალი სურნელოვანი პილპილი
  • ერთი ს. კ. ვაშლის ძმარი
  • ასი გ ხახვი
  • ნახევარი კგ ქაშაყი

მომზადება

1. ღვინო გააცხელე დაბალ ცეცხლზე 4 წუთის მანძილზე, დაამატე მას შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, პილპილი და ძმარი. ხარშე კვლავ 4 წუთი.

2. ჩაამატე რგოლებად დაჭრილი ხახვი და გააციე.

3. ფორმაში ჩაალაგე ქაშაყის ფილე და დაასხი მას ღვინის ნარევი. შედგი მაცივარში მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში.

4. დაჭერი ქაშაყი საპორციე ნაჭრებად და მიიტანე სუფრასთან!

გაზაფხულზე აუცილებელია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების მიღება, რადგან ორივე მათგანი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ ნივთიერებებს კი დიდი რაოდენობით შეიცავს ქაშაყი, ისევე, როგორც სხვა თევზი. ასე რომ, გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას!

ეს საინტერესო რეცეპტები გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.