ეს ღვეზელი საკმაოდ იოლი მოსამზადებელია. ბოსტნეულის წყალობით იგი გამოდის წვნიანი, ხოლო ხორცი სიგემრიელეს და კვებით ღირებულებას ანიჭებს. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ფარში გემოვნების მიხედვით, თუმცა შერეულით უკეთესი გემოსი გამოდის.
ინგრედიენტები
- ორი ცალი კვერცხი
- 60 მლ ზეთი
- ერთი ჩ. კ. მარილი
- ერთი ცალი სტაფილო
- ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
- 150 გ საქონლის ფარში
- 150 გ ღორის ფარში
- 200 მლ კეფირი
- 160 გ ფქვილი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ერთი თავი ხახვი
- ერთი კონა მწვანილი
- 20 გ კარაქი
- ერთი ჩ. კ. პაპრიკა
- შავი პილპილი გემოვნებით
- სეზამი გემოვნებით
- ერთი ჩ. კ. ნიორი
მომზადება
- ღრმა თასში შეურიე ერთმანეთს კვერცხი, კეფირი, ზეთი და ნახევარი ჩ. კ. მარილი. ათქვიფე. დაამატე ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვლავ ათქვიფე.
2. წვრილად დაჭერი ხახვი და მწვანილი. სტაფილო გახეხე წვრილ სახეხზე. დაამატე წვრილად დაჭრილი ფერადი ბულგარული წიწაკა და ეს მასა შეურიე ფარშს. მოაყარე მარილი, პილპილი და სხვა საკმაზი.
3. მრგვალ ფორმას (24 სმ დიამეტრით) წაუსვი ცხიმი და ცომის ნახევარი ჩაასხი მასში. დაადე შიგთავსი და მოასხი დარჩენილი ცომი.
4. ღვეზელი გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. გამოღებისთანავე გადაუსვი კარაქი და მოაყარე სეზამი.
ასეთი ხორცის ღვეზელი საუკეთესო გადაწყვეტაა მაშინ, როცა დრო არ გაქვთ რთული კერძებისთვის. ის ძალიან მოეწონებათ ოჯახის წევრებსაც და მოულოდნელ სტუმრებსაც.
გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ სხვებსაც!