ეს რეცეპტი გამოადგება ყველა დიასახლისს, რომლებსაც უყვართ დესერტების იოლად მომზადება. ჩვენ ტორტს გამოცხობა არ სჭირდება, მთავარია კარგი ტაფა და განწყობა. ეს ტორტი პირველივე ნაჭრიდან შეგიყვარდებათ.
ინგრედიენტები
- 2 ცალი კვერცხი
- 180 გ ფქვილი
- 450 გ შედედებული რძე
- 100 მლ რძე
- 150 გ კარაქი
- 12 გ გამაფხვიერებელი
- 300 გ ხაჭო
- 100 გ თეთრი შოკოლადი
მომზადება
1. ცომის მოსამზადებლად ათქვიფე კვერცხი მარილთან ერთად. დაამატე 250 გ შედედებული რძე და რძე. კვლავ ათქვიფე.
2. ჩაყარე ფქვილი და გამაფხვიერებელი და შეურიე კარგად. დაამატე 50 გ კარაქი და ათქვიფე თხელი ცომის მიღებამდე.
3. ცომი გამოაცხე ტაფაზე ორივე მხრიდან.
4. შიგთავსისთვის ხაჭოს შეურიე დარჩენილი სგუშონი და დაამატე 100 გ დარბილებული კარაქი. კარგად ათქვიფე.
5. ფირფიტებს წაუსვი კრემი და დაალაგე ერთმანეთზე. კრემი მოუსვი გვერდებზეც და ტორტი მორთე შოკოლადით.
ტორტი ,,რძის გოგონა” გამოდის ძალიან წარმატებული. უმჯობესია ერთი საათი დააყოვნოთ და ისე მიირთვათ.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!