მაიონეზი ერთ-ერთი გავრცელებული სოუსია. ის ბევრ კერძს უხდება. თუმცა მზა ნაწარმის სახით არსებული ეს პროდუქტი არც მთლად ჯანსაღია და გემოვნური თვისებებიც საკმაოდ დაბალი ხარისხისა აქვს. ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ მაიონეზს. ამასთან ის არის სამარხვოც, ვინაიდან კვერცხის ნაცვლად ავოკადოს შეიცავს, არის ნოყიერი, ნაღების გემოთი და ნიგვზის სურნელით. მოუხდება ყველა კერძს – ბუტერბროდებით დაწყებული, ხორცისა და ბოსტნეულის სალათებით დამთავრებული.
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ავოკადო
- ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 4-5 ს. კ. წყალი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ნახევარი ლიმონი
- 5 გ ქინძი
- ორი ს. კ. ძმარი
- ნახევარი ჩ. კ. ნიორი
მომზადება
- ავოკადო გაჭერი და კოვზით ამოაცალე შიგთავსი რბილობი.
2. ყველა ინგრედიენტი, გარდა ნივრისა, ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში და ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ნიორი დაჭერი ძალიან წვრილად.
4. დაჭრილი ნიორი შეურიე ავოკადოს მასას.
5. უგემრიელესი და უჯანსაღესი მაიონეზი მზადაა! წაისვით პურზე ან გამოიყენეთ ნებისმიერ სალათში და გემრიელად მიირთვით!
ავოკადოს ეს სოუსი მაცივარში ხუთი დღის განმავლობაში ინახება. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ეს შესანიშნავი რეცეპტი კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!