ნუგა დაუჯერებლად გემრიელი დესერტია. ის მზადდება თაფლით, თხილეულით, ასევე ამატებენ დარიჩინს, ვანილს, ცუკატებს, ჩირს და ა. შ.
ამ ნუგბარის სავარაუდო სამშობლოდ ირანი ითვლება. თავად სიტყვა ,,ნუგა” კი – ალბათ, წარმოიშვა ლათინური სახელწოდებიდან ”nux”, რაც თხილეულს ნიშნავს.
ნუგა საკმაოდ კალორიულია, თუმცა მისი იშვიათად მიღება მაინც ღირს, რადგან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. სხვათაშორის, გლუკოზისა და თხილეულის ერთობლიობა ძლიერ აფროდიზიაკს წარმოადგენს.
ინგრედიენტები
- 160 მლ თაფლი
- ერთი ჭიქა ნუში
- ნახევარი ჭიქა გარგარის ჩირი
- ორი კვერცხის ცილა
- 50 გ ცუკატი
- 15 გ ლიმონის ცედრა
მომზადება
- საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი.
- თაფლი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ამასობაში ათქვიფეთ ცილა და ჩაამატეთ თბილ თაფლში.
- ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ის უნდა იყოს ბლანტი და კარამელის ფერის. მასას ურიეთ იქამდე, სანამ არ გასქელდება და უფრო ღია ფერის არ გახდება.
- დაამატეთ თხილი, გარგარის ჩირი, ლიმონის ცედრა. ქვაბი არ აიღოთ წყლის აბაზანიდან. კარგად ურიეთ.
- როცა მასა ძალიან ღია ფერის გახდება, გადაიტანეთ ის ფორმებში. დადეთ საცხობზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. დააყოვნეთ მინიმუმ ორი საათით მშრალ ადგილას.
- როცა მასა გაცივდება, დაჭერით ნუგა სასურველ ფორმებად.
სცადეთ ამ გემრიელი დესერტის მომზადება და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!
სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.