ყველა დიასახლისი ოცნებობს, მისი კერძი გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს. თუმცა, ზოგჯერ გამოცდილ დიასახლისებსაც მოსდით გარკვეული მარცხი სამზარეულოში. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველამ იცოდეს გარკვეული ფანდები, რაც წაადგებათ საქმიანობაში. ხშირად წლების გამოცდილებას მოაქვს ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ სამზარეულოს გარკვეულ წესებს, რომელთა გათვალისწინება წარმატებას მოგიტანთ გემრიელი კერძების შექმნის საქმეში.
სამზარეულოს 17 ხრიკი
1. იმისათვის რომ დაბეგვილი ხორცი ნაზი გამოვიდეს, ის ერთი საათით მოათავსეთ ძმრისა და ზეთის ნარევში – პროპორციით 1:1
2. კატლეტი რომ წვნიანი გამოვიდეს, ფარშში დაამატეთ თანაბარი რაოდენობით წვრილად დაჭრილი უმი და მსუბუქად მოშუშული ხახვი და ასევე გახეხილი უმი კარტოფილი.
3. თუ ვერ მოასწარით ბულიონისთვის ქაფის მოხდა, ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ქაფი ამოტიტივდება და შეგიძლიათ მოხადოთ.
4. კატლეტი შეწვით მაღალ ცეხლზე პირველი ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ცეცხლს ჩაუწიეთ. ხუთი წუთის შემდეგ კატლეტი გადააბრუნეთ და კვლავ მოუმატეთ ცეცხლს ნახევარი წუთის განმავლობაში.
5. იმისათვის, რომ თევზი შეწვის დროს არ დაიშალოს და ხრაშუნა ქერქი ჰქონდეს, დაასველეთ ის ქაღალდის ხელსახოცით და მაშინვე დამარილეთ.
6. გახეხილ უმ კარტოფილს შეურიეთ ცოტა რძე, იმისთვის, რომ ის არ გაშავდეს.
7. ძველ კარტოფილს ხარშვის დროს დაამატეთ ერთი ჩ. კ. ვაშლის ძმარი, დაფნის ფოთოლი, ორი კბილი ნიორი, ან მოხარშეთ ბულიონში.
8. საფუარიანი ცომი რბილი გამოვა, თუ მას დაამატებთ მოხარშულ წვრილად გახეხილ კარტოფილს.
9. ცომი მალე ამოვა, თუ მასში ჩაარჭობთ რამდენიმე ცალ ღრუს მქონე მაკარონს.
10. ლობიო არ გაშავდება, თუ მას თავახდილ ქვაბში მოხარშავთ.
11. მჟავე კომბოსტოს სალათის მომზადებისას ვაშლის ნაცვლად მას დაამატეთ რამდენიმე ნაჭერი ფორთოხალი ან მანდარინი.
12. სალათას ზეთი მას შემდეგ დაასხით, რაც მოაყრით მარილსა და პილპილს.
13. ბულიონი გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, ხარშვისას მას დაამატეთ გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი. შემდეგ კი ბულიონი გადაწურეთ.
14. ბებერი და მაგარი ქათმის ფილე ადვილად მოიხარშება, თუ 20 წუთი ხარშვის შემდეგ მას ცივ წყალში მოათავსებთ ხუთი წუთით. შემდეგ ხარშვა კვლავ გააგრძელეთ.
15. თევზის შეწვის დროს უსიამოვნო სუნის ასარიდებლად, ზეთში მოათავსეთ გაფცქვნილი და დაჭრილი უმი კარტოფილი.
16. თუ გსურთ კომპოტი მალე გაცივდეს, ეს კომპოტიანი ქვაბი ჩადგით უფრო დიდი ზომის ქვაბში, რომელშიც ყინულიანი წყალი და მსხვილი მარილია მოთავსებული.
17. გამოცდილი დიასახლისი კისელის მომზადებისას, გახსნილ სახამებელს ასხამს არა ქვაბის ცენტრში, არამედ კედლებთან ახლოს.
ვიმედოვნებთ, ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურ კულინარულ საქმიანობაში. წარმატებას გისურვებთ!
შეინახეთ ეს სტატია და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!