მას შემდეგ რაც ამ უგემრიელესი კოქტეილის გამოყენება დავიწყე წონაში საგრძნობლად დავიკელი, დროა თქვენც შეიტყოთ ამის შესახებ

წონის კორექცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია ქალებისთვის. ამ მიზნით ისინი ხშირად მიმართავენ მომაბეზრებელ ფიზიკურ ვარჯიშს და მკაცრ დიეტებს. თუმცა ეს პროცესი მაინც რთულად მიმდინარეობს. ცხიმის დამწველი კოქტეილების გამოყენებით კი წონაში კლება რეალური ხდება.

ასეთი ტიპის კოქტეილები ორგანიზმისთვის ისედაც სასარგებლოა და ეს დიდი ხანია დამტკიცებულია. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სასმელები აჩქარებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც ცხიმოვანი უჯრედები პირდაპირ დნება.

მაშ ასე, სჯობს თავად დარწმუნდეთ ცხიმის დამწველი კოქტეილების ეფექტურობაში. გარდა ამისა, სასარგებლო თვისებებთან ერთად მათ შესანიშნავი გემოც აქვთ.

ინგრედიენტები

  • ასი მლ წყალი
  • ორი ცალი კივი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • პიტნა გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • თაფლი ემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით კივი, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერის ჭურჭელში. დაჭერით ლიმონი და დაამატეთ ის კივის. ლიმონი გამოიყენეთ ქერქიანად.
  2. აქვე მოათავსეთ ოხრახუშისა და პიტნის ფოთლები.
  3. დაამატეთ თაფლი და ასი მლ წყალი.
  4. ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიიღეთ ეს სასმელი ჭამის წინ და შედეგი ძალიან მალე გაგაკვირვებთ! წონის კლების პარალელურად საჭმლის მომნელებელი სისტემა გაცილებით უკეთ ამუშავდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება