გემრიელი და წვნიანი მწვადის წინაპირობა ხარისხიანი ხორცი და შეწვის კარგი მეთოდია. თუმცა შესაბამისი მარინადის გამოყენება ხორცის გემოს კიდევ უფრო სრულჰყოფს და განსაკუთრებულ სინაზეს ანიჭებს მას. დამარინადების უამრავი სხვადასხვა ხერხი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ რაღაც განსაკუთრებულს, რომლის შესახებ ალბათ არ გსმენიათ.
პურის მარინადი – წვნიანი მწვადის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.
ინგრედიენტები
- ერთი კგ ღორის ხორცი
- მეოთხედი ჭიქა ვუსტერის სოუსი
- 300 გ პური
- სამი კბილი ნიორი
- ერთი ჩ. კ. შაქარი
- სამი თავი ხახვი
- 70 გ ტომატ-პასტა
- ერთი ჩ.კ. კორიანდრი
- მეოთხედი ჭიქა სოიოს სოუსი
- მეოთხედი ჭიქა ბრინჯის ძმარი
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- ხახვი გაფცქვენი და დაჭერი ნახევარრგოლებად. გარეცხე ხორცი და დაჭერი სამწვადე ნაჭრებად.
2. შეურიე ერთმანეთს სოიოს სოუსი, ვუსტერის სოუსი, ბრინჯის ძმარი და შავი დაფქული პილპილი.
3. მარინადში ჩაფხვენი პური. შემდეგ ამ ნარევში ჩაყარე ხორცი, დაამატე ცოტა წყალი და აურიე. დატოვე ასე მთელი ღამე.
4. სოუსისთვის მოხალე დაბალ ცეცხლზე კორიანდრი, შემდეგ დაფქვი. შეურიე გაჭყლეტილი ნიორი, შაქარი, მარილი, პილპილი და ტომატ-პასტა. ეს ნარევი განაზავე წყლით არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
დამარინადებული ხორცი შეწვი მაყალზე და პერიოდულად მოასხი დარჩენილი მარინადი.
მწვადი სუფრასთან მიიტანე არომატულ სოუსთან ერთად. ეს სოუსი მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში ინახება.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!