მოიძიეთ ბანანი და შოკოლადი და მოუმზადეთ ოჯახის წევრებს უგემრიელესი ნუგბარი

ისეც ხდება, რომ რაც უფრო მარტივად მზადდება კერძი, მით უფრო გემრიელი გამოდის ის. ჩვენი შემოთავაზებული დესერტი ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ. თუ სახლში ბანანი და შოკოლადი გაქვთ, ჩათვალეთ, რომ გემრიელი ნუგბარის მომზადება გარანტირებულია. ის ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც და უფროსებსაც, გურმანებსაც და პრეტენზიული გემოვნების მქონეებსაც.

ღუმელში გამომცხვარი ბანანი შოკოლადთან ერთად იდეალური დესერტია, რომელიც ყველას აუმაღლებს გუნება-განწყობას. შოკოლადის გარდა შიგთავსის სახით შეგიძლიათ  გამოიყენოთ თაფლი, ნიგოზი დარიჩინით და სხვ.

ინგრედიენტები

  • სამი ცალი ბანანი
  • ასი გრამი რძიანი შოკოლადი

მომზადება

  1. ბანანის გასწვრივ მთელ სიგრძეზე ფრთხილად გააკეთე განაჭერი დანით ისე, რომ რბილობის მთლიანობა არ დაარღვიო.
  2. ამ ნაჭდევში ჩაალაგე შოკოლადის ნატეხები. ბანანი მოათავსე ღუმელის სინზე და შედგი აერღუმელში. გამოაცხე 40 გრადუს ტემპერატურაზე ოცი წუთის მანძილზე.

ქვემოთ გთავაზობთ მომზადების ვიდეოს. ბანანს მოაცილეთ ქერქი და მიიტანეთ სუფრასთან.

 

 

შოკოლადთან ერთად გამომცხვარი ბანანი – სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა!

გემრიელად მიირთვით და ეს მარტივი რეცეპტი ასწავლეთ თქვენს მეგობრებსაც სოცქსელების დახმარებით!

 

 

 

კომენტარის დატოვება