ასეთი შესანიშნავი პიცის რეცეპტი აღმოვაჩინე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. აი ისიც

საუზმის მირთმევა ბევრს უჭირს – ბავშვსაც და მოზრდილსაც. მით უფრო რთულია ისეთი კერძის შერჩევა, რომელიც ყველას მოეწონება, თუმცა არის გამონაკლისებიც და ერთ-ერთი ასეთია – ბუტერბროდები პიცის ზედსართით. მას მართლაც პიცის გემო აქვს და დამერწმუნეთ -ყველას მოსწონს. სცადეთ თქვენც.

ინგრედიენტები

  • 150 გ ბატონი პური
  • ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
  • ნახევარი კონა კამა
  • ორი ს. კ. მაიონეზი
  • ერთი ცალი პომიდორი
  • ასი გ საექიმო ძეხვი
  • ასი გ მაგარი ყველი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. პომიდორი და ძეხვი დაჭერი წვრილ კუბებად. ბულგარული წიწაკა გაათავისუფლე თესლისგან და დაჭერი ისიც წვრილად. მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე. მწვანილი გარეცხე და დაჭერი. ყველაფერი შეურიე ერთმანეთს.

  1. ნარევს მოაყარე მარილი და პილპილი და შეურიე მაიონეზი. ბატონი პურის რვა ნაჭერი დაალაგე საცხობზე, რომელსაც პერგამენტი აქვს დაფენილი.
  2. თითოეულ ნაჭერს დაადე მომზადებული მასა და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10- 15 წუთით. საუზმე სუფრასთან მიიტანე ცხელი სახით.

ძეხვის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო სოსისი ან სარდელი, ხოლო მაიონეზი შეცვალო არაჟნით. გემრიელია! ეს პიცა-ბუტერბროდი მოსწავლეების საყვარელი საუზმეა. მისი გატანება სკოლაშიც თავისუფლად შეიძლება.

გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ სხვა მშობლებსაც!

კომენტარის დატოვება