ღვიძლის კერძების მომზადებას ბევრი დიასახლისი უფრთხის. სულ ტყილად. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა, ამასთან იაფი ჯდება, ხოლო მისგან მომზადებული კერძები საკმაოდ გემრიელია. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ფუმფულა ღვეზელი ქათმის ღვიძლის შიგთავსით.
ინგრედიენტები
- სამი ს. კ. საფუარი
- სამი ჭიქა ფქვილი
- ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 250 გ ქათმის ღვიძლი
- ერთი ცალი სტაფილო
- ერთი ცალი კვერცხი
- 400 მლ რძე
- ორი ს. კ. ზეთი
- ერთი თავი ხახვი
- ორი ჩ. კ. შაქარი
მომზადება
- საფუარი გახსენი თბილ რძეში და დატოვე ათი წუთი. შემდეგ რძეს დაამატე კვერცხი, შაქარი, მარილი და ზეთი.
- ამ ნარევს დაამატე ცოტ-ცოტა ფქვილი და მოზილე ცომი. ის უნდა იყოს ელასტიური. ცომს გადააფარე და დადგი თბილ ადგილას, სანამ მისი მოცულობა ორჯერ არ გაიზრდება.
- ამასობაში მოამზადე შიგთავსი : ხახვი და სტაფილი დაჭერი კუბებად და მოშუშე ზეთში.
- ღვიძლი მოხარშე და დაჭერი კუბებად. დაამატე ხახვისა და სტაფილოს მასას და მსუბუქად მობრაწე.
- ცომი გაყავი ორ ნაწილად და გააბრტყელე. ქვედა ფენაზე მოათავსე შიგთავსი და ზემოდან დააფარე მეორე ფენა. კვერცხი ათქვიფე და მოუსვი ცომის ზედაპირს. შედგი 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.
ღვიძლის კერძებში პაშტეტთან ერთად ეს ღვეზელიც საპატიო ადგილს იკავებს. თუ ქათმის ღვიძლის ნაცვლად გამოიყენებთ საქონლის ან ღორის ღვიძლს, მომზადებამდე ის რძეში უნდა ჩაალბოთ.
გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!