საბერძნეთი ცნობილია გემრიელი და სასარგებლო კერძების სიუხვით. ერთ-ერთი ასეთი არის ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ნივრით. მისი მომზადება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება. ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენის, ნივრისა და ორეგანოს სოუსი, ჩვეულებრივ გამომცხვარ კარტოფილს ორიგინალურ კერძად აქცევს. ეს გარნირი ძალიან უხდება ხორცს, თუმცა ცალკეც არანაკლებ გემრიელია.
ინგრედიენტები
- ერთი კგ კარტოფილი
- ორი კბილი ნიორი
- ასი მლ ლიმონის წვენი
- ორი ჩ. კ. ორეგანო
- 70 მლ ზეთი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. კარტოფილი გაფცქვენი და დაჭერი სიგრძეზე რვა ტოლ ნაწილად. შემდეგ დაალაგე საცხობ ფორმაზე.
2. სოუსისთვის ერთმანეთს შეურიე ლიმონის წვენი, ზეთი, ორეგანო და დაჭყლეტილი ნიორი.
3. კარტოფილს მოასხი სოუსი, მოაყარე მარილი და პილპილი, დაასხი ცოტა წყალი ისე, რომ ნაწილობრივ დაფაროს კარტოფილი.
4. ღუმელი გააცხელე 200 გრადუსამდე და გამოაცხე კარტოფილი ერთი საათის განმავლობაში.
სოუსის წყალობით ბერძნული კარტოფილი სასიამოვნო ლიმონის სიმჟავის არომატით გამოირჩევა. მის სუნით მეზობლებიც კი მიიღებენ სიამოვნებას. გემოს გასაძლიერებლად კერძს შეგიძლია მოაყარო დაჭრილი ბაზილიკი ან ოხრახუში. მოამზადე და ისიამოვნე!
გაუზიარე რეცეპტი მეგობრებს!