4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც აუცილებლად ჭკუიდან შეგშლით

კურო

ისინი იმდენად ჯიუტები არიან, რომ ეს ტკივილს იწვეს და აგიჟებს მათ პარტნიორს. ისინი ხშირად იმ დონის სიჯიუტეს იჩენენ, რომ მათთან დაშორებაც კი შეიძლება მოგინდეთ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასეთი ხასიათის გამოვლინებას აღარ უყუროთ. კურო მარტივად გამოგიყვანთ წყობიდან, რადგან ძალიან ინტელიგენტი ნიშანია და ყოველთვის სწორ სიტყვებს არჩევს შუა არგუმენტში გამოსაყენებლად.

ტყუპი

ტყუპების სიგიჟე მარტივად გამოიხატება. ისინი ამბობენ ერთ რამეს, თუმცა შეუძლიათ სრულიად განსხვავებული რამე გააკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ყოფნა კარგი განწყობის გარანტიაა, ერთ წამში ტყუპის ხასიათი შესაძლოა ძალიან უხეში და აგრესიული გრძნობებით აღივსოს. მათი ასეთი ჩამოუყალიბებელი ბუნების გამო, არასდროს იცით როდის და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ტყუპი, რაც მათთან ურთიერთობისას ყველაზე მეტად შეიძლება იქცეს გამაგიჟებელ ასპექტათ.

ქალწული

ამ ნიშანს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია წყენის შენახვა გულში. ასევე, ისინი პერფექტიონისტები არიან და ყველაფერს ჩადებენ იმ პროექტში, რომლის გაკეთებაც ევალებათ. შესაბამისად, თუ მათ გაკეთებულ საქმეს გააკრიტიკებთ, ისინი გაბრაზდებიან და ამას არასდროს დაივიწყებენ. მათ კრიტიკის ატანა არ შეუძლიათ, რადგან საკუთარ თავს იდეალურად თვლიან.

სასწორი

მათ ეზიზღებათ ჩხუბი, ამიტომაც იცოდეთ, რომ პარტნიორთან კამათის თავიდან ასაცილებლად საკუთარ ემოციებსაც კი დამალავენ. ეს ნამდვილად არ არის კარგი და შესაძლოა გაგაგიჟოთ კიდეც. ისინი მუდამ ისე გაჩვენებენ თავს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაშინაც კი, როცა ეს ნამდვილად არ არის ასე. ასევე, არასდროს სთხოვოთ სასწორს გადაწყვეტილების მიღება თქვენს მაგივრად. ისინი ამას იმდენ დროს დაახარჯავენ, რომ ნამდვილად გაგიჟდებით.

კომენტარის დატოვება