მოიძიეთ ეს ინგრედიენტები და მოამზადეთ უგემრიელესი ყაბაყის მწვადი

ყაბაყისგან უთვალავი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ეს სასარგებლო ბოსტნეული ყველა სეზონზე მოიპოვება ბაზრებსა თუ სუპერმარკეტებში. ყაბაყი ნებისმიერ პროდუქთან კომბინაციაში ძალიან გემრიელი გამოდის. განსაკუთრებით უხდება ხორცის ფარში.

დღეს გთავაზობთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს ყაბაყის, ღორის ხორცის ფარშისა და მადისაღმძვრელი სოუსის კომბინაციით. მოამზადეთ და დატკბით.

ინგრედიენტებ

  • ორი ცალი ყაბაყი
  • ორი ს. კ. ფქვილი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • 4 ს. კ არაჟანი
  • 350 გ ღორის ფარში
  • ერთი ცალი კარტოფილი
  • ხმელი სუნელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილის ნაკრები გემოვნებით

მომზადება

  1. ფარშს შეურიე წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატე მარილი, პილპილი და ხმელი სუნელი გემოვნებით.

  1. უმი კარტოფილი გახეხე წვრილ სახეხზე და ჩაამატე ფარშს. ფარში დაბეგვე და გადადგი გვერდზე.
  2. ყაბაყი დაჭერი ერთი სმ სისქის რგოლებად.

  1. ფარშისგან მოამზადე პატარა ზომის ბურთები და ამოავლე ისინი ფქვილში.
  2. შამფურზე ააგე პროდუქტი ასეთი მიმდევრობით: ყაბაყის რგოლს მიაყოლე ფარშის ბურთულა, შემდეგ ისევ ყაბაყი, მერე ხორცი და ა.შ…

  1. საცხობს წაუსვი ზეთი და დაალაგე მასზე ასხმული შამფურები. მოასხი არაჟანი და მოაყარე გახეხილი ყველი.
  2. საცხობს დააფარე ფოლგა და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ რუმელში 35 წუთით. შემდეგ მოხსენი ფოლგა და გამოაცხე კვლავ ათი წუთი.

აი, ასეთი მარტივად მოსამზადებელი და შესანიშნავი კერძი მზადაა!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

კომენტარის დატოვება