რაც მისი მომზადება ვისწავლე დიეტის შემდეგ ფორმას ადვილად ვინარჩუნებ

წონის დასაკლებად ჩვენ ბევრს ვწვალობთ: დავდივართ სპორტულ დარბაზებში, ვზღუდავთ ცხიმიან საკვებს და ცომეულს. ყველაზე რთული კი ტკბილ კერძებზე უარის თქმაა. ამ მხრივ  განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთი დესერტი, როგორიც ნაყინია.

ეს ნუგბარი განსაკუთრებული კალორიულობით გამოირჩევა. თუმცა, არსებობს მისი დიეტური ვარიანტი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ და დაივიწყოთ ფიგურაზე დარდი.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი მწიფე ბანანი
  • ორი ჩ. კ. მიწის თხილის პასტა
  • ორი ჩ. კ. თაფლი
  • ერთი ჩ. კ. კედარის კაკალი

მომზადება

  1. ბანანი მოათავსე პოლიეთილენის პარკში და შედგი საყინულეში. როდესაც კარგად გაიყინება, გაფცქვენი და დაჭერი თხელ რგოლებად.
  2. დაჭრილი ბანანი ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში და მანდვე დაამატე არაქისის კარაქი და თაფლი. ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მიღებული მასა გადაანაწილე ნაყინის ჭურჭელში ან რაიმე ფორმებში და შედგი საყინულეში მინიმუმ საათით.

ბანანის ნაყინს მირთმევის წინ მოაყარე კედარის კაკალი. შეგიძლია ნაყინის მორთვა დაჭრილი ჩირეულით ან გახეილი შავი შოკოლადის, ასევე ქოქოსის ფანტელით.

გემრიელად მიირთვი ეს სასიამოვნო ნუგბარი და რეცეპტი ასწავლე სხვებსაც!