ახალი ალუბლის სეზონის დადგომამდე ჩვენ ვიყენებთ გაყინულ ან დაკონსერვებულ ხილს. თუ ისევ შემოგრჩათ ალუბლის ერთი ქილა მაინც, გირჩევთ მოამზადოთ ეს შესანიშნავი ტორტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება.
ის გამოდის ნაზი, ზომიერად ტკბილი და ალუბლის მომჟაო გემოს მქონე. საოცარია!
ინგრედიენტები
- 200 გ ორცხობილა
- 200 მლ იოგურტი
- 50 მლ ნაღები
- 20 გ ჟელატინი
- 700 გ ალუბალი
- 175 გ კრემ-ყველი
- 210 გ კარაქი
- 50 გ შაქარი
- 12 გ ვანილის შაქარი
- 80 გ ალუბლის ჟელე
მომზადება
- ორცხობილა დააქუცმაცე ბლენდერით.
- დარბილებული კარაქი შეურიე ორცხობილას.
- მრგვალ საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი, გადაიტანე მასზე ორცხობილას მასა და დატკეპნე. შედგი საყინულეში 20 წუთით.
- ახლა მოამზადე კრემი: ჟელატინს დაასხი 0,25 ჭიქა წყალი.
- ნაღები ათქვიფე კარგად. თანდათან ჩაამატე იოგურტი, შაქარი, კრემ-ყველი და ვანილის შაქარი. ძალიან ფრთხილად შეურიე ერთმანეთს.
- როცა ჟელატინი აფუვდება, დადგი ის დაბალ ცეცხლზე.
- გახსნილი ჟელატინი შეურიე კრემს და დაასხი ორცხობილას ფუძეზე. შედგი მაცივარში ორი საათით.
- თითოეული ალუბალი გაჭერი შუაზე და ზემოდან მოალაგე გაციებულ ტორტს.
- ალუბლის ჟელეს დაასხი ერთი ჭიქა წყალი და დადგი ცეცხლზე შესქელებამდე.
- ჟელე ცოტათი რომ გაცივდება, მოასხი ალუბალს სუფრის კოვზით.
- მთლიანი ტორტი გააციე და შემდეგ კვლავ შედგი მაცივარში.
ალუბლის უგემრიელესი ტორტი მიიტანე ჩაის სუფრასთან!
ეს ორიგინალური რეცეპტი გაუზიარე შენს მეგობრებსაც!