ისეთი მარტივი მოსამზადებელია სურვილიგაგიჩნდებათ ყოველდღე მოამზადოთ. ბრაუნი 3 ინგრედიენტით

ბრაუნი არარეალურად გემრიელი შოკოლადის დესერტია, მას ამერიკული წარმოშობა აქვს. ნამცხვარი ბრაუნი შექმნეს ჯერ კიდევ 1893 წელს ჩიკაგოში, სადაც ტკბილეულის  გამოფენა ტარდებოდა მსოფლიოს მასშტაბით.

კლასიკური ბრაუნი მზადდება შოკოლადისგან. ამ ნამცხვრის  ცომში ხშირად ამატებენ თხილეულს. თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებისთვისაც მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები 

  • 1,25 ჭიქა ნუტელა
  • ორი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჭიქა ფქვილი

მომზადება

  1. შეურიეთ ერთმანეთს ნუტელა, კვერცხი და ფქვილი. კარგად აურიეთ – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. ჩადეთ ცომი საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ ექნება წასმული ზეთი. შემდეგ საცხობ ფორმას მოაფრქვიეთ კაკაოს ფხვნილი. ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხეთ ბრაუნი 15 წუთის განმავლობაში.
  4. დესერტი გამოიღეთ ღუმელიდან, დაჭერით ცხელივე კუბებად და მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.

შოკოლადის დესერტის ეს სწრაფად მოსამზადებელი და მარტივი რეცეპტი გამოგადგებათ მოულოდნელი სტუმრების მიღების დროს. და მაშინაც, თუ უბრალოდ რაიმე ტკბილის მირთმევა მოგინდებათ უცბად. შეგიძლიათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაინებივროთ თავი ამ მარტივი და მადისაღმძვრელი ნუგბარით.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება