დაიცავით მომზადების ტექნიკა და უგემრიელესი კერძი გამოგივათ

დამჟავებული კომბოსტო ვიტამინებსა და მინერალების წყაროა. ის ძალიან უხდება სხვადასხვა კერძს – ცალკეც და სხვა პროდუქტებთან ერთობლიობაშიც.

დღეს გთავაზობთ მოშუშული მჟავე კომბოსტოს ხორცთან მომზდებულ ვარიანტს. მთავარია დაიცვათ მომზადების ტექნიკა და კერძი უგემრიელესი გამოვა.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ღორის ხორცი
  • ნახევარი კგ მჟავე კომბოსტო
  • 170 გ ხახვი
  • სამი კბილი ნიორი
  • ერთი ჩ. კ. კვლიავი
  • 2 ს. კ. ტომატ პასტა
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ხორცი დაჭერი პატარა ნაჭრებად. ქვაბში გააცხელე ზეთი და შეწვი ხორცი.

2. ხახვი და ნიორი დაჭერი, დაამატე ხორცს და მოშუშე მასთან ერთად ორი წუთით.

3. ტაფაში ჩაამატე მჟავე კომბოსტო და კვლიავი. აურიე კარგად და გააგრძელე შუშვა.

4. კერძს მოაყარე მარილი და პილპილი, დაამატე ტომატ პასტა და კვლავ შუშე რამდენიმე წუთი.

5. ტაფაში ჩაამატე ცხელი წყალი ისე, რომ დაფაროს ხორცი და ჩაყარე დაფნის ფოთოლი. გაზს ჩაუწიე  და დაბალ ცეცხლზე და შუშე 40 წუთი. მზად არის!

თუ არ მოგწონთ მჟავე კომბოსტოს კომბინაცია ღორის ხორცთან, შეცვალეთ  სხვა სახის ხორცით. კერძი უფრო ნოყიერი გახდება, თუ დაუმატებთ კარტოფილს ან ლობიოს. მოშუშული მჟავე კომბოსტო ხორცის გარეშეც კი შესანიშნავი გარნირია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

კომენტარის დატოვება