იაპონელების კარგი აღნაგობის საიდუმლო – მხოლოდ 6 წესი, რომელთა დაცვა შესანიშნავ შედეგამდე მიგიყვანთ

ცნობილია, რომ იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია. ხოლო იაპონელი ქალები გამოირჩევიან კარგი აღნაგობით. ამის მიზეზია ის წესები, რომლებიც ფიგურირებს ამ ქვეყნის მცხოვრებთა კვების რაციონსა თუ საკვების მიღების ჩვევებში.

გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს, რომელთა დაცვა ყველა ადამიანს წაადგება.

  1. პროდუქტები

იაპონელები კვების რაციონში პრაქტიკულად არ მოიხმარენ მაღალკალორიულ პროდუქტს. კერძების მოსამზადებლად ისინი მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებს იყენებენ – ისეთებს, როგორიცაა ბრინჯი, თევზი, კომბოსტოს საუკეთესო სახეობები, ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი…

  1. მომზადება

იაპონიაში კერძებს უფრო ხშირად ამზადებენ ორთქლზე ან გრილზე. ამ დროს იყენებენ ყველაზე ხარისხიან ზეთებს და საუკეთესო პროდუქტს ჯანსაღი კერძის მისაღებად.

  1. საკვების მიღება

საჭიროა საკვების მიღება პატარა პორციებით და კარგი დაღეჭვა აუჩქარებლად. იაპონელები თითოეული კერძისთვის სხვადასხვა ჭურჭელს იყენებენ. ამავე დროს, არანაირ ნაყროვანებას ადგილი არ აქვს.

  1. ბრინჯი პურის ნაცვლად

თეთრი პურისა და ფუნთუშეულის ყოველდღიური მიღება იწვევს ჭარბი წონის წარმოქმნას. იაპონელები ყველა კერძთან პურის ნაცვლად ბრინჯს მიირთმევენ.

  1. საუზმე – ყველაზე უპირატესი კვება

ექიმების აზრით, საუზმე კვების ჯერებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. იაპონელები საუზმეზე უფრო დიდ პორციებს მიირთმევენ, ვიდრე დანარჩენ ჯერებზე. ეს შეიძლება იყოს – ომლეტი, თევზი, ყველი ტოფუ, წყალმცენარეები, ბრინჯი.

  1. ხილი სხვა დესერტის ნაცვლად

იაპონელები დესერტად ირჩევენ ხილს და ძალიან იშვიათად მიირთმევენ ტკბილეულს. ხილი ხომ გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაიმე სახის ნამცხვარი ან სხვა საკონდიტრო ნაწარმი.

როგორც ხედავთ, იაპონელებს კვების ძირითად პრინციპებთან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს მარტივი წესები და თქვენი ორგანიზმი მადლიერებით გიპასუხებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!