დღევანდელი ჩვენი რეცეპტი ერთგვარი ექსპერიმენტის შედეგია, რომელმაც ნამდვილად გაამართლა. ხახვის წვენში მომზადებული თევზი გამოდის ხრაშუნა და უგემრიელესი, თითქოს მაყალზეა შემწვარი – იგივე ხრაშუნა კანი და იგივე არომატი აქვს. აუცილებლად განახორციელეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი პრაქტიკაში და ისიამოვნეთ კერძის მდიდრული გემოთი.
ინგრედიენტები
- სამი ცალი კალმახი
- 200 გ კარაქი
- სამი ცალი ხახვი
- სიმინდის ფქვილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. თევზი გაასუფთავე და კარგად გარეცხე. ორივე მხარეს გაუკეთე პარალელური ნაჭდევები – სავარაუდო სიგანის ნაჭრის ზომის მიხედვით.
2. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი ძალიან წვრილად. შემდეგ გადაიტანე მარლაში და კარგად გაწურე. ხახვის წვენი მოაგროვე თასში.
3. კალმახი უხვად ჩაალბე ხახვის წვენში. მოაყარე მარილი და პილპილი.
4. დიდ ტაფაზე გაადნე კარაქი. თითოეული თევზი ამოავლე ფქვილში ორივე მხრიდან და მოათავსე ტაფაზე. შეწვი ხრაშუნა ქერქის წარმოქმნამდე.
შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი თევზი: სიბასი, დორადო, კამბალა, ვარდისფერი ორაგული…
აღნიშნული შეწვის ტექნოლოგია თავის საქმეს აკეთებს და თევზს განუმეორებელ არომატულ გემოს ანიჭებს. რა თქმა უნდა, მომზადება შეგიძლია ტაფის გარეშეც – მაყალზე ან გრილზე.
გემრიელად მიირთვით! ეს განსხვავებული რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!