რაც ეს შევიტყვე ბლინებს სულ ამ რეცეპტით ვამზადებ

ბლინებს ძალიან უხდება ჯემისა და მურაბის შიგთავსი. მას რთავენ მოხარშული კრემითაც. თუმცა არსებობს ერთი ორიგინალური ვარიანტი – ნიგვზიანი შიგთავსი. ის გემოთი სახლში მომზადებულ ჰალვას ჰგავს.

დესერტი მზადდება ძალიან სწრაფად. მთავარია პროდუქტები წინასწარ მოამზადოთ, მაგალითად, დაფქული ნიგოზი. ხოლო თუ ბლინებიც უკვე გამომცხვარია, მთელი კერძის მომზადება წუთების საქმეა.

ინგრედიენტები

  • 12 ცალი ბლინი
  • 120 მლ რძე
  • 50 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 300 გ ნიგოზი
  • 150 გ ქიშმიში
  • ერთი ჩ. კ. რომი
  • ერთი ცალი ფორთოხალი
  • 100 გ შავი შოკოლადი

მომზადება

1. პატარა ქვაბში აადუღეთ რძე, ჩაყარეთ მასში შაქარი და კარაქი. მიიყვანეთ ადუღებამდე მორევით და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

2. ქვაბში ჩაამატეთ ერთი ფორთოხლის ცედრა. ნიგოზი დაფქვით ყავის საფქვავში და მისი ნახევარი ჩაყარეთ ქვაბში.

3. სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. შემდეგ დაამატეთ ნიგვზის მეორე ნახევარი, კვლავ აურიეთ. დაამატეთ ქიშმიში და რომი. აურიეთკარგად.

4. თქვენ გამოგივათ შედარებით თხელი შიგთავსი. დააფარეთ ქვაბს ხუფი და დადგით 20 წუთით. შიგთავსი გასქელდება.

5. თითოეულ ბლინს წაუსვით შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტივით. შემდეგ კი დაჭერით ორ – სამ ნაწილად. შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და ის წვრილი ჭავლით მოასხით  ბლინებს. დესერტი მზად არის, მიიტანეთ სუფრასთან!

ეს არის ზომიერად ტკბილი და საოცრად არომატული ნიგვზის შიგთავსი. უმჯობესია ბლინები არ იყოს ძალიან თხელი. ნიგვზიან შიგთავსს საუკეთესოდ ავსებს სხვადასხვა კაკლეულის უფრო მსხვილი ნამცეცები, მაგალითად, ნუშის, თხილის ან ქეშიუსი. ასეთ შემთხვევაში ქიშმიში გამორიცხეთ!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.

კომენტარის დატოვება