ეს რომ არ მცოდნოდა დიეტას აუცილებლად დავარღვევდი

დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის ბუტერბროდზე გაფიქრებაც კი დაუშვებელია. რადგან ითვლება, რომ ცომეული ფიგურის მთავარი მტერია. მაგრამ არსებობს მინიმალური კალორიების შემცველი პურიც, რომლისგანაც შესანიშნავი ბუტერბროდები გამოდის. ის ამავე დროს ძალიან სასარგებლოა და აქვს კარგი კვებითი ღირებულება.

ცომი შედგება 2 ძირითადი ინგრედიენტისგან – ქათმის ფილესა და კვერცხისაგან. და არანაირი ფქვილი!

ინგრედიენტები

  • 10 ცალი კვერცხი
  • 700-800 გ ქათმის ფილე
  • 1 ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
  • 60 გ კარაქი
  • ნახევარი ჩ. კ. ვაშლის ძმარი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა
  • მარილი გემოვნებით
  • სეზამი გემოვნებით

მომზადება

1. ფილე მოხარშეთ მარილწყალში და გააციეთ. შემდეგ დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

2. კვერცხი ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე, უმჯობესია სამზარეულოს კომბაინით.

3. 50 გ კარაქი გაადნეთ, შეურიეთ ხორცს და პასტის მდგომარეობამდე დააბლენდერეთ.

4. პაშტეტში თანდათან ჩაასხით კვერცხი და თან ურიეთ. დაამატეთ მარილი, პილპილი და სოდა ძმრით. კარგად აურიეთ.

5. ოთხკუთხა სილიკონის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ცომი. მოაფრქვიეთ სეზამი. პური გამოაცხეთ 45 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და ხორცი გაციებამდე დატოვეთ შიგნით.

ხორცის პური გამოდის მკვრივი და საკმაოდ მძიმე. ის არის მსუყე და დიდხანს გეყოფათ. შეინახეთ მაცივარში, არაუმეტეს 4 დღისა. გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება