მოამზადეთ მსუბუქი და გემრიელი საუზმე ნაკლები ძალისხმევის გარეშე

ყველას უყვარს მსუბუქი და გემრიელი საუზმე – ხაჭოს კვერები.  დილის კერძებს შორის პოპულარობით ის მხოლოდ ომლეტს თუ ჩამოუვარდება. სათანადო ფორმა რომ შეინარჩუნოს, ყველეულს სხვადასხვა კომბინაციით უმატებენ ფქვილსა და კვერცხს. თუმცა ჩვენ გთავაზობთ ზუსტ რეცეპტს, რომელიც არასოდეს გიღალატებთ.

კერძის მომზადება არა ტაფაზე, არამედ ღუმელში, გამომცხვარი სახით – სულ სხვა სტრუქრურას ანიჭებს მას. გამოდის უფრო ნაზი და ხაჭოს გემოც მეტად შეიგრძნობა. ამასთან ნაკლები ზეთი და ძალისხმევა სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო
  • 60 გ შაქარი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • 35 გ მანი
  • 1|3 ჩ.კ. ვანილი
  • ოცი გ კარაქი

მომზადება

  1. კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. გულები ჩაამატეთ ხაჭოში და აქვე ჩაყარეთ მანი და შაქარი. მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  1. ხაჭოს მასას ჩაამატეთ ვანილი, არაჟანი და მწიკვი მარილი. აურიეთ და დააცადეთ , სანამ მანი ცოტათი გაფუვდება.
  2. ამასობაში ცილა ათქვიფეთ მყარი ქაფის წარმოქმნამდე. ცოტ-ცოტა ჩაამატეთ ხაჭოს მასას და კარგად აურიეთ.

  1. ცომს მიეცით პატარა კვერების ფორმა და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში.
  2. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ სოუსი. გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ვანილი და თაფლი, შიმდეგ ცოტა არაჟანი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ თეთრი მინანქრის კონსისტენციის მიღებამდე. მზა კვერებს მოასხით სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან.

ამ დესერტს ყველანაირი სოუსი უხდება – მარტო არაჟანი, ან თაფლი – ცალკ-ცალკე. ასევე მდიდრულ გემოს ანიჭებს კენკრეული: ალუბალი, მაყვალი ,მოცხარი…

გემრიელად მიირთვით და გაახარეთ ამ საინტერესო რეცეპტით სხვა ტკბილისმოყვარულებიც!