ღორის სალისგან მომზადებული კატლეტები საოცრად წვნიანი და გემრიელია

ხორცის კატლეტი – ეს კლასიკაა. და იცით თუ არა, რომ მისი მომზადება ხორცის გარეშეც შესაძლებელია?! გთავაზობთ ორგინალურ რეცეპტს – სალისგან მომზადებულ კატლეტს. ის საოცრად წვნიანი და ნაზი გამოდის.

დანარჩენი ინგრედიენტები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ კატლეტში. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ხორციც. სალა უნდა იყოს ახალი და ყოველგვარი მძაფრი დანამატის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 600 გ სალა
  • 3 ცალი კარტოფილი
  • 250 გ ბატონი პური
  • 200 მლ რძე
  • 30 მლ ზეთი
  • 100 გ საფანელი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. აიღე მეორე დღის ბატონი პური და დაასხი მას რძე. დატოვე, რომ კარგად ჩალბეს და დარბილდეს.

2. სალას მოაჭერი ქერქი და დაჭერი საშუალო ზომის ნაჭრებად. გაფცქვენი კარტოფილი და ხახვი და ისინიც დაჭერი ხორცსაკეპი მანქანის ზომაზე.

3. დაჭრილი პროდუქტი გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში და მიაყოლე მას გაწურული ბატონიც .ამ მასას დაამატე კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად აურიე ხელით.

4. გააკეთე ჩვეულებრივი ფორმის კატლეტები და ამოავლე საფანელში.

5. ტაფა გაახურე, ჩაასხი ზეთი და დაალაგე მასზე კატლეტები. შეწვი საშუალო ცეცხლზე ორიოდ წუთით, თითოეულ მხარეს.

არაფერია, თუ შეწვის დროს ცხიმი გადნება და შხეფები იქნება ტაფაზე. თუ კარგად გაახურებთ მას, მთელ წვენს კატლეტი შეიწოვს და ის უფრო გემრიელი გახდება. ამაში თავად დარწმუნდებით!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება