ამ გენიალური მეთოდით ბლინების მომზადება უფრო გაგიმარტივდებათ

თქვენ ალბათ გსმენიათ ბოთლის დახმარებით ბლინების მომზადების გენიალური მეთოდის შესახებ. ამ უცნაურ მიდგომას აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები: დროის და  გასარეცხი ჭურჭლის ეკონომია, ამავე ბოთლით შეგიძლიათ შეინახოთ ცომი მაცივარში და ა.შ.

გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია განსხვავებული ფორმის ბლინების გამოცხობაც. ამისათვის პლასტიკის ბოთლს თავზე უნდა გაუკეთოთ თვითნაკეთი საცობი, რომლიდანაც ცომი წვრილი ჭავლის სახით გამოვა.

ინგრედიენტები

  • ნახევარი ლ რძე
  • 50 მლ ზეთი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ნახევარი ჩ.კ. სოდა
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 300-500 გ ფქვილი
  • ორი ცალი კვერცხი

მომზადება

  1. 1,5 ლ მოცულობის ბოთლი კარგად გარეცხე.
  2. ძაბრის დახმარებით ჩაასხი მასში ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის რძე. ჩაუშვი კვერცხი. ძაბრი ამოიღე, ბოთლს დაახურე და ანჯღრიე შიგთავსის გახსნამდე.
  3. დარჩენილი რძეც ჩაასხი კვლავ ძაბრის საშუალებით, ჩაყარე შაქარი და შემდეგ თანდათანობით დაამატე დარჩენილი ინგრედიენტები, ზეთის გარდა. კარგად ანჯღრიე.
  4. ბოლოს ჩაასხი ზეთიც და კვლავ შეანჯღრიე.

  1. ბოთლის ნახვრეტიდან დაასხი ცომი ცხელ ტაფაზე და მიეცი სასურველი ფორმები.

ძალიან უცხო და ლამაზი გამოდის.

გაუზიარე ეს მეთოდი მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება