ყველასთვის საყვარელი რაფაელოს კრემი სახლში მომზადებულიც არანაკლებ გემრიელია

,,რაფაელოს” გემო ალბათ ყველას უყვარს – ეს ბავშვებისა და მოზრდილების ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. წარმოიდგინეთ, რომ თავად ,,რაფაელოს” კრემიც კი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში. თან ის არ იქნება რაიმე კონსერვანტისა თუ სხვა არცთუ ისე სასარგებლო ნივთიერების შემცველი, რაც ჭარბადაა მზა ნუგბარში. მთავარია ხარისხიანი პროდუქტები შეარჩიოთ.

ინგრედიენტები

  • 70 გ ქოქოსის ფანტელი
  • 400 გ შედედებული რძე
  • 200 გ თეთრი შოკოლადი
  • 200 გ კარაქი

მომზადება

  1. წყლის აბაზანაზე ან დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და თეთრი შოკოლადი. თან მასას სულ ურიეთ.
  2. ამის შემდეგ მასაში ჩაასხით შედედებული რძე და ჩაყარეთ მასში ქოქოსის ფანტელი. კარგად აურიეთ.
  3. კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, გააციეთ და შედგით მაცივარში სამი ან ოთხი საათით. ამის შემდეგ მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტორტებისთვის, ასევე სხვადასხვა ნამცხვრისა თუ კანფეტისთვის.

სხვათაშორის, ეს კრემი ძალიან უხდება ჩვეულებრივ თეთრ პურსაც. ”რაფაელოს” კრემიანი ბუტერბროდის მირთმევა შეგიძლიათ საუზმეზე ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს უიოლესი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება