შობა ახალი-წელი მოლოდინებით და ამაღელვებელი ემოციებით სავსე პერიოდია. წინა სადღესასწაულო პერიოდში ყველაზე რთულ საკითხს სასურველი ადამიანებისთვის იდეალური საჩუქრის შერჩევა წარმოადგენს. ხანდახან, როცა არ გვიმხელენ რა სურთ, მარტივად შეგვიძლია ასტროლოგიას მივმართოთ დასახმარებლათ იმისათვის, რომ უნიკალური საჩუქარი შევარჩიოთ ყველასთვის:
ვერძი
სვიტრსა და წიგნზე თანხის დახარჯვის მაგივრად, აარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ვერძს აღტაცებაში მოიყვანს. მათ გაახარებთ საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე დასასწრები ბილეთებით, ტურით ქალაქგარეთ, გასართობი პარკის ან კიკბოქსის გაკვეთილების ვაუჩერებით. აჩუქეთ ისეთი რამ რასაც აუცილებლად გამოიყენებს!
კურო
კუროს მდიდრული გემოვნება აქვს, მაგრამ ასევე დააფასებს საჩუქრებს, რომლებიც პრაქტიკული და გარკვეული აზრის მატარებელია. ფასის მიუხედავად, კუროს მოეწონება ისეთი რამ, რაც კომფორტს მიანიჭებს და თავს სიმდიდრეში აგრძნობინებს. აჩუქეთ სპა-მასაჟის ვაუჩერი, სურნელოვანი სანთელი ან საკვებით სავსე შეფუთული ყუთი. თუ განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ, აჩუქეთ მოგზაურობა ქალაქში სადაც ჯერ არ ყოფილა და იქირავეთ ბინა ლამაზი ხედით.
ტყუპები
გონიერი და ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი დააფასებს საჩუქრებს, რომლებიც ჭკვიანური და სახალისოა. რადგანაც ტყუპებს ბევრი რამ აინტერესებთ, საუკეთესო გადაწყვეტა იქნება აჩუქოთ ბევრი პატარა საჩუქარი, ერთი დიდის ნაცვლად. მოაქციეთ ყუთში მისი საყვარელი ნივთები. საუკეთესოა საჩუქრები რომლებსაც ხელით მოეპყრობა და მათგან რაიმეს თავადაც შექმნის.
კირჩხიბი
მას დიდად არ ანაღვლებს რას აჩუქებთ ახალ წელს, მთავარია ეს გულით გააკეთოთ. კირჩხიბს მოსწონს სენტიმენტალური და მოგონებებით აღსავსე საჩუქრები. აარჩიეთ მისი საყვარელი ქალაქის ლამაზი ფოტო, საკუთარი ხელით დამზადებული ნივთი ან საყვარელი ადამიანების ფოტო ალბომი.
ლომი
ლომსაც ძვირადღირებული გემოვნება აქვს, მაგრამ კუროსგან განსხვავებით, რომელიც ამას არამდიდრულ ნივთებშიც იპოვნის, ლომი ფუფუნების ნივთებისკენ ისწრაფვის. საჩუქრები, რომლებიც მას საშობაოდ გაახარებს, მდიდრულად შეფუთული შამპანიურის ან ღვინის ბოთლი, თეატრის ბილეთები ან ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში სადილია.
ქალწული
ჰკითხოთ ქალწულს რა სურს საშობაოდ, შორს ვერ წახვალთ. მას სურს, რომ მისი აზრები წაიკითხოთ. ქალწული დააფასებს მაღალი ხარისხის ნივთებს, მაგრამ არა ძალიან მყვირალას. რეალურად, საჩუქრის ნაცვლად, თქვენთან ერთად დროის გატარებას ამჯობინებს, მაგრამ, თუ მაინც დახარჯვა გსურთ, გაითვალისწინეთ ახალი გაჯეტი სამზარეულოსთვის, ფიტნეს ტექნიკა (მაგალითად საათი) ან ახალი წლით დათარიღებული საქმიანი ბლოკნოტი.
სასწორი
სასწორს სიმდიდრე, სილამაზე, სინაზე და ბრწყინვალება ხიბლავს. ინსპირაციისთვის გამოიყენეთ ეს დახასიათება. აჩუქეთ ნივთები სახლისთვის, მაგალითად, ქაშმირის პლედი ან ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული წიგნი მისი ჟურნალების მაგიდისთვის, შოკოლადში ამოვსებული მარწყვები ან რაიმე სენტიმენტალური: მაგალითად ერთმანეთთან შეხამებული სამკაული-აქსესუარები, რომლებსაც ორივე ატარებთ.
მორიელი
მორიელი ბუნებით მისტიკური პიროვნებაა, ამიტომაც საჩუქრის არჩევისას ჭკუით უნდა იმოქმედოთ. თუ საშიში რამეები მოსწონს, კრიმინალური ნოველა ან სტივენ კინგის მორიგ კინო-ადაპტაციაზე დასასწრები ბილეთი აჩუქეთ. თუ გულჩათხრობილად მისტიკურია, ლამაზი ბლოკნოტი მიუძღვენით, რომელშიც თავის აზრებს და ოცნებებს ჩაწერს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა მოგზაურობა რომის შესასწავლად.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი საჩუქრების ნაცვლად თქვენთან ერთად გატარებულ დაუვიწყარ დროს დააფასებს, რადგანაც საჩუქრები რამდენიმე ხანში აუცილებლად დაავიწყდება. მშვილდოსანს მოგზაურობა, სიცილი და აღტკინება ხიბლავს, ამასთან ძალიან ღრმა და ფილოსოფიური ადამიანია. საუკეთესო საშობაო საჩუქარი ერთად საინტერესო თავგადასავალის გადატანაა. სცადეთ მოამზადოთ სადილი ერთად, ან იყიდეთ რაიმე სპორტზე დასასწრები ბილეთები. დაათვალიერეთ უცნობი ქალაქი, ესტუმრეთ სასაცილო შოუს ან აჩუქეთ წიგნი ფილოსოფიაზე.
თხის რქა
თხის რქა სტატუსისთვის ბევრს მუშაობს, ამიტომაც მას სურს ნივთი, რომელიც მის რთულ შრომას და წარმატებას ასახავს. თხისრქა ხარისხს აფასებს, ამიტომაც ხელნაკეთი ნივთები მოეწონება. აირჩიეთ მაღალი ხარისხის ტყავი ან რამე ამოქარგული. აჩუქეთ იმ ადამიანის ბიოგრაფია, რომელსაც აღმერთებს ან ლუდთან დაკავშირებული ნივთებიც ძალიან გაახარებს.
მერწყული
მერწყულს უნიკალური გემოვნება აქვს, ამიტომაც მას „ჩარჩოს მიღმა“ არსებული საჩუქრები მოეწონება. გსურთ აჩუქოთ ისეთი საჩუქარი, რომლის მეშვეობითაც პატივს სცემთ მის ინდივიდუალურობასა და ჰუმანიტარულ/ტექნიკურ ბუნებას. ტექნოლოგიური მიმართულებით ახალი ტაბლეტი ან სმარტ საათი არჩიეთ. მისი ჰუმანიტარული მხარისთვის კი გაიღეთ დონაცია მისთვის სასურველ ქველმოქმედებაზე. ან აჩუქეთ წიგნი მეცნიერებაზე, ფენტეზსა თუ ასტროლოგიაზე.
თევზები
არ აქვს მნიშვნელობა რას აჩუქებთ თევზებს, თუ ეს ქვენგან მოდის, მას ის ცხოვრების ბოლომდე შეუყვარდება. იფიქრეთ საჩუქრებზე, რომელიც გამოხატავს მის კრეატიულ და მზრუნველ ბუნებას: ლამაზი ჩარჩო თქვენი საერთო ფოტოთი, ხელნაკეთი ნივთი, მოქარგული კაშნე ან მხატვრობა, ტყავის ბლოკნოტი, სახლში მოზმადებული საყვარელი სადილი ან ფილმზე დასასწრები ბილეთები.