თუ თქვენი ბავშვი მანის არ ჭამს მარტივად შეგიძლიათ შეაყვაროთ ამ უმარტივესი კერძით

ბავშვების უმრავლესობას მანის ფაფა არ უყვართ და ეს ჩვევა მოზრდილობაშიც მისდევთ. თუმცა თუ მოვამზადებთ მანანის ბურღულის ალტერნატიულ კერძს, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, მასზე უარს არც უფროსი იტყვის და არც ბავშვი. ის ყველას შეუყვარდება.

თუ არ იტყვით, ვერც ვერავნ მიხვდება, რომელი ინგრედიენტითაა მომზადებული აღნიშნული დესერტი. სცადეთ ეს იოლი და იაფი კერძი და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • ასი გ მანის ბურღული
  • ნახევარი ჩკ. მარილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ასი მლ ზეთი
  • 400 მლ რძე
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ორი ს.კ. საფანელი

მომზადება

  1. მარილი და შაქარი ჩაყარეთ რძეში და დადგი ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, წვრილი ჭავლით ჩაყარე მანი და თან ურიე. ხარშე 3-4 წუთი, მუდმივი მორევით.

2. კვერცხი ათქვიფე და დაამატე სრულად გაციებულ ფაფას. კარგად აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ნამიანი ხელით აიღე მანის მასა და მოამრგვალე. ამოავლე საფანელში ყველა მხრიდან.

4. ტაფაზე გააცხელე ზეთი და მასზე მოათავსე მანის ოლადები მცირე დაშორებით.

5. შეწვი ორ-ორი წუთით ორივე მხარეს. ამოალაგე ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.

სუფრასთან მიიტანე თბილი. ძალიან უხდება არაჟანი და მურაბა. ეს დესერტი უმალ ქრება თეფშიდან, იმდენად სასიამოვნო შესახრამუნებელია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება