ჩინური კომბოსტო ჩვეულებრივთან შედარებით უფრო რბილი და გემრიელია. ძალიან უხდება სალათებს და ტოლმას. თუმცა არსებობს მისი მომზადების რამდენადმე ორიგინალური მეთოდიც, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ. სულ რაღაც 15 წუთში გამოდის შესანიშნავი კერძი, რომელიც საოცრად უხდება სხვა გარნირებს და ასევე ხორცეულს.
კომბოსტო ცხვება ღუმელში და ემატება განსაკუთრებული – თაფლისა და სოიოს სოუსი. როგორ გადავაქციოთ ეს ლამაზი ბოსტნეული უგემრიელეს გარნირად?
ინგრედიენტები
- ერთი ცალი ჩინური კომბოსტო
- ორი ს. კ. სოიოს სოუსი
- შავი დაფქული პილპილი
- ორი ს. კ. ზეთი
- ერთი ჩ. კ. თაფლი
- სეზამი გემოვნებით
მომზადება
- კომბოსტოს მოაცალე გარეთა ფურცლები და მთელ სიგრძეზე ჩაარჭე კბილის ჩხირები. ნაჩხვლეტებს შორის მანძილი სამი სმ უნდა იყოს.
2. აიღე მჭრელი დანა და კომბოსტო დაჭერი ასევე სამი სმ სისქის ნაჭრებად. ბოლოები მოაშორე – ისინი არაფერში გვჭირდება. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი და დაალაგე მასზე კომბოსტოს რგოლები.
3. ერთმანეთს შეურიე ზეთი, სოიოს სოუსი, პილპილი და თაფლი. კარგად აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. კომბოსტოს თითოეულ ნაჭერს უხვად წაუსვი მიღებული სოუსი. მოაყარე სეზამი და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოცი წუთით.
კომბოსტო გამოცხობის შემდეგაც ისეთივე წვნიანი რჩება. ხოლო მარინადი მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. ამ კერძთან სცადეთ არაჟნის, ნივრისა და კამის ცხარე სოუსი. საოცრად უხდება ერთმანეთს.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს ორიგინალური რეცეპტი სხვებსაც!