გამოიყენეთ ნებისმიერი ნაღები და მოამზადეთ ეს უგემრიელესი კერძი

მოხარშული ქათმის ხორცი სასარგებლოა, თუმცა ცოტა მოსაწყენი გემო აქვს და რამდენადმე გაგემრიელებას ითხოვს. ჩვენ გთავაზობთ ქათმის ფილეთი მომზადებულ ცოტა უფრო მეტად კალორიულ კერძს, რომელიც სამაგიეროდ ბევრად გემრიელი იქნება. პლუს ამას, კერძი ადვილად მზადდება. გამოგადგებათ ნებისმიერი ნაღები.

დაგვერწმუნეთ, გამომცხვარი ქათმის ხორცი ყველით – გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ქათმის ფილე
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი პომიდორი
  • 100 მლ ნაღები
  • 60 გ ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მწვანილები გემოვნებით

მომზადება

1. ხორცი გარეცხეთ და შეაშრეთ. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.

2. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ ნაღები და საკმაზი. კარგად აურიეთ სათქვეფით.

3. ქათმის ხორცს დაასხით ნაღების სოუსი. პომიდორი დაჭერით წრეებად და დაალაგეთ ზემოდან.

4. ყველი გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე და მოაყარეთ კერძს. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და გამოაცხეთ ქათმის კერძი ნახევარი საათის განმავლობაში.

ეს გემრიელი კერძი შეგიძლიათ ყოველდღე მოამზადოთ. გარნირად მოუხდება კარტოფილი ან ნებისმიერი ბურღული, ასევე ბოსტნეულის სალათა. სოუსის წყალობით ფილე გამოდის წვნიანი და ნაზი. ნამდვილი ნეტარებაა!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება