ამის შემდეგ ჩვეულებრივი მეთოდით აღარ შევწვავ კარტოფილს

დაბრაწული კარტოფილი ყველას უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ შეუნარჩუნოს მას ხრაშუნა კანი. განვიხილოთ რამდენიმე აუცილებელი წესი, რომელთა დაცვაც მოგიწევთ ასეთი სახის კერძის მისაღებად.

  1. უმჯობესია შეარჩიოთ მშრალი კარტოფილი, უფრო მეტი სახამებლის შემცველი, რომელიც სწრაფად იხარშება. ასეთ კარტოფილს ღია ყავისფერი კანი და თეთრი რბილობი აქვს.
  2. შეწვამდე გარეცხილი კარტოფილი კარგად უნდა გააშროთ, ასეთ შემთხვევაში ხრაშუნა კანი გარანტირებულია.
  3. კარტოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაყაროთ ტაფაში, როცა მასში არსებული ცხიმი ,,აალდება”.
  4. კარტოფილს მარილი შეწვის ბოლოს უნდა მოაყაროთ, თორემ ის ჩაიშლება.

ინგრედიენტები

  • 800 გ კარტოფილი
  • 15-20 გ პარმეზანი
  • მარილი გემოვნებით
  • ნახევარი ჩ. კ. პაპრიკა
  • ნახევარი ჩ. კ. მშრალი ნიორი
  • ნახევარი ჩ. კ. მშრალი ბაზილიკი
  • ერთი ჩ. კ. მშრალი კვლიავი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ოხრახუში ან კამა

მომზადება

1. გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი პატარა კუბებად.

2. კარტოფილის კუბები შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ ტაფაში ჩაასხით ზეთი და კარგად გაახურეთ. ჩაყარეთ მასში კარტოფილი და შეწვით მაღალ ცეცხლზე, თავსახურის გარეშე. ეცადეთ ნაკლებად მოურიოთ.

3. მზა კარტოფილს დაამატეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა, კვლიავი, ნიორი და ბაზილიკი. კარგად აურიეთ.

4. შემწვარი კარტოფილი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ზემოდან დაახეხეთ ცოტა პარმეზანი. შედგით ღუმელში ხუთი წუთით. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა. მზად არის!

როგორც ხედავთ, კარტოფილის იტალიურად მომზადება ძალიან იოლია. გემრიელად მიირთვით!

ეს უმარტივესი რეცეპტი გააზიარეთ სოცქსელებით!

კომენტარის დატოვება