ლამაზი და გემრიელი ტორტის მოსამზადებლად არც დრო გვენანება და არც ენერგია. ყველა დახარჯული რესურსი ანაზღაურდება, როცა პირველივე ნაჭერს გავსინჯავთ. თუ გაგიგიათ ასეთი ტორტი: ,,სამი ჭიქა” ბანანით? ალბათ მიხვდით, რატომ ჰქვია ასე. ცომის მოსამზადებლად საჭიროა თითო ჭიქა სამი სახის ინგრედიენტი.
ტორტის ბისკვიტი გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი. აუცილებლად სცადეთ!
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა კეფირი
- 1 ჭიქა ფვილი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 1 ს. კ. კაკაო
- 1 ცალი კვერცხი
- 3 ს. კ. ზეთი
- 250 გ კარაქი
- 250 გ შედედებული რძე
- 1 ცალი ბანანი
- რძიანი შოკოლადი გემოვნებით
- ქოქოსის ფანტელი გემოვნებით
მომზადება
1. კვერცხი ათქვიფე მარილთან ერთად. დაამატე ცოტ-ცოტა შაქარი და შემდეგ ზეთი.
2. კეფირში გახსენი სოდა და ჩაასხი კვერცხიან მასაში. აურიე მიქსერით. ცომში ჩააცერი ფქვილი და კაკაო. აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხი მასში ცომი. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.
4. ახლა მოამზადე კრემი. ათქვიფე დარბილებული კარაქი კარგად. ჩაასხი მასში შედედებული რძე და თქვიფე კვლავ ორიოდ წუთი.
5. გააციე ბისკვიტი. მოაჭერი ზედა ,,ქუდი” და გაჭერი სისქეზე 2 ნაწილად.
6. ერთ ფირფიტას წაუსვი კრემი. დაალაგე მასზე დაჭრილი ბანანი, დაადე მეორე ცომი. ზემოდან და გვერდებზე წაუსვი კრემი, მოაყარე ქოქოსისა და შოკოლადის ფანტელი.
შეგიძლია ეს მოჭრილი ,,ქუდი” დაანამცეცო და მოაფრქვიო ტორტს. თუ სხვადასხვა ფერის პროდუქტს მოაყრი, ტორტი უფრო სადღესასწაულო იერს მიიღებს.
გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.