ამ მეთოდით ბლინების მომზადება სასიამოვნო და ამავდროუულად ძალიან გემრიელიცაა

ბლინები სხვადასხვა შიგთავსით ყველას გვიყვარს. თუმცა ხშირად თვითონ ბლინის გამოცხობა გვეზარება, რადგან საკმაო დრო სჭირდება. ჩვენ კი უკვე გვშია. ამ დროს მხსნელად გვევლინება ე. წ. სომხური ლავაში, რომელიც ნებისმიერი შიგთავსით ძალიან გემრიელი გამოდის – გაცილებით უფრო კნატუნა და დიეტურიც კია. ასეთი ბლინის გაყინვაც შეიძლება, რაც უფრო აიოლებს მომზადების პროცესს.

ინგრედიენტები

  • 400 გ საქონლის ფარში
  • ნახევარი კონა კამა
  • სამი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • სამი ცალი სომხური ლავაში
  • 70 მლ რძე
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. აიღე ერთი დიდი ან სამი პატარა ლავაში. დაჭერი ისინი ზოლებად. საქონლის ან ღორის ხორცი შეანელე გემოვნებით: დაამატე მას წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი, დაჭრილი კამა, ცოტა მარილი და შავი პილპილი.
  2. დარბილების მიზნით ფარშში ჩაასხი ცოტა რძე და აურიე. ლავაშის ზოლებზე დადე ცოტ-ცოტა ფარში ისე, რომ ნაპირების გასწვრივ ადგილი დარჩეს.

  1. ლავაშის ზოლები გადაახვიე სამკუთხედების სახით. ბლინის სისქე თავად დაარეგულირე. თუ უფრო მოცულობითი ზომის გსურს, სამკუთხედი გადაახვიე 2-3 ჯერ.
  2. მზა ბლინები ამოავლე კვერცხში და შეწვი ბლომად ზეთში, დაბალ ცეცხლზე , თითოეულ მხარეს – 2-3 წუთით.

შემწვარი სამკუთხედები დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ძალიან უხდება კეტჩუპი ან მდოგვი.  ასევე შეგიძლია მოამზადო სოუსი -არაჟნის, ნივრისა და კამის კომბინაციით.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება